U19 ოთხთა ტურნირი: საქართველო საფრანგეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა (ვიდეო)
გრძელდება 19 წლამდე ნაკრებებს შორის საერთასორისო ოთხთა ტურნირი, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საფრანგეთს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:4. გრანგებმა ოთხიდან ორი გოლი პენალტის წყალობით გაიტანეს.
მეორე შეხვედრაში, რომელიც “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე გაიმართა, ესპანეთის ნაკრებმა ჰოლანდია 2:1 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა.
U19 ოთხთა ტურნირი
გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”
საქართველო – საფრანგეთი 0:4
საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი (კიკალიშვილი 54), ბულუხაძე, კუცია (სამურკასოვი 55), კობოური, ფოჩხუა (ქოჩორაშვილი 46), არაბიძე (ვარძელაშვილი 46), ჩოგაძე (არველაძე 67), ხუბაშვილი, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე (საღრიშვილი 55).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი.
საფრანგეთი: მაისონიალი, დანგერი, სუისი, სისაკო (კალეგარი 68), მაკენგო (რუისი 67), ჟანვიერი (ადელაიდე 80), იკონე (ოსეი 60), კლოდ-მორისი (ბუტობა 79), ფიშერი (ფიშერი 83), კარამო (ედუარდი 60), ამიან ადუ.
მთავარი მწვრთნელი: ჟან-კლოდ ჟიუნტინი.
გოლები: 0:1 იკონე (14), 0:2 ჟანვიერი (45+2 პენ.), 0:3 კარამო (51 პენ), 0:4 ედუარდი (90).
გაფრთხილება: კუცია (30), ხუბაშვილი (40).
მსაჯები: ნ. დაბანოვიჩი (მონტენეგრო), ნ. ვუიოვიჩი (მონტენეგრო), ვ. ლამპროუ (საბერძნეთი), ხ. კალოგეროპულოსი (საბერძნეთი).