U19: საქართველომ ანდორასთან ქულები გაიყო
დღეს ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველო ანდორას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში ქულები გაიყო.
შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ჩვენ ბიჭებს პირველი რეალური მომენტი მე-14 წუთზე შეექმნათ, როდესაც საჯარიმო დარტმის შემდეგ, ბურთს მიმართულება კვარაცხელიამ შეუცვალა, მაგრამ ანდორელთა მეკარემ ზუსტად ითამაშა. საქართველოს 19-წლამდელები ამის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და საბოლოოდ ტაიმის მუწურულს ანდორელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც 43-ე წუთზე ნინუამ ზუსტად გამოიყენა და ანგარიში გახსნა. პირველი ნახევრის დამთავრებამდე რამდენიმე წამთ ადრე მინდვრიდან დარციმელია გააძევეს, რაც მეორე ნახევარში ნაკრების თამაშზე აისახა, ქართველები იმდენად აქტიურად ვეღარ ახერხებდნენ შეტევაში წასვლას, მაგრამ არც მეტოქეს უტოვებდნენ შანს, თუმცა 87-ე წუთზე მცველების შეუთანხმებელი მოქმედების შემდეგ სამპერმა შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიშიც გაათანაბრა. საბოლოოდ შეხვედრა 1-1 დასრულდა.
ამ შედეგის შემდეგ საქართველოს 1 ქულა აქვს და ელიტ-რაუნდში გასასვლის მხოლოდ თეორიულ შანს ინარჩუნებს.