<

U19: საქართველომ შვედეთი დაამარცხა!

თარიღი: ივლისი 5, 2017

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურმა აიღო სტარტი.

“მიხეილ მესხზე” ერთმანეთს საქართველოსა და შვედეთის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩვენთვის პოზიტიურად დაიწყო. უკვე მე-3 წუთზე თავდამსხმელმა, გიორგი კოხრეიძემ შვედების შეცდომით ისარგებლა, საჯარიმოში ბურთი მიიღო, ერთი მეტოქე მოატყუა და ახლო პოზიციიდან გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ამის შემდეგ მეტოქე უფრო გააქტიურდა და ცენტრიც დაიკავა, თუმცა ქართველი მცველების კარგი თამაშის გამო მეტოქეები ვერაფერს გახდნენ.

31-ე წუთზე ჩაკვეტაძე გაიჭრა მარცხენა ფლანგზე. მან ერთი მეტოქის მოტყება მოახერხა და მეკარესთან პირისპირ გასულმა კარში დაარტყა. მაღალი ბურთი მისგან მარჯვენა კუთხეში ჩაეშვა და ანგარიში 2:0 გახდა. სულ ცოტა ხანში გიორგი არაბიძე გავიდა ერთი ერთზე, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარი უკვე ნეგატიურად დაიწყო. 47-ე წუთზე კრალი გაიჭრა მარცხენა ფლანგზე, მან საჯარიმოში მყოფ გიოკერეს დაბალი პასი გაუკეთა, რომელმაც ჩოჩიშვილის კარი აიღო. ამის შემდეგ იყო ჩაკვეტაძის კიდევ ერთი სოლორეიდი, რომელმაც მოედნის ნახევარი გაიატრა, რამდენიმე მეტოქე მოატყუა, თუმცა ბოლოს მისი შეჩერება მაინც შეძლეს.

შვედეთი გააქტიურდა და რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა. 75-ე წუთზე მეტოქემ კუთხური მოაწოდა, ქართველებმა ბურთი გამოიტანეს, რომელიც კარლსონს მიუვიდა და შორიდან უძლიერესად დაარტყა. მეთერთმეტე ნომერმა მიზანს სულ ცოტათი ააცილა.

ამის შემდეგ ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით, 2-1 მოიგო და სამი ქულა დაუგროვდა. იგი ჯერჯერობით მესამე ადგილზეა. შვედეთი ნულით ბოლოზეა.

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, კობოური, ბურჯანაძე, ლაკვეხელიანი, კუცია, სამურკასოვი ხუბაშვილი 88 წთ.), ქოჩორაშვილი (საღრიშვილი 71 წთ.), ჩაკვეტაძე (არველაძე 86 წთ.), არაბიძე, კოხრეიძე.

შვედეთი: იოჰანსონი, ანდერსონი, კოლი, კრალაი, იშერვუდი, სვენსონი (აჰმედოზიჩი 80 წთ.), იოჰანსონი (ლიდბერგი 46 წთ.), კარლსონი, ჯაჯიჩი, საბოვიჩი (ადრიანი, 32 წთ.), გიოკერესი.

გაფრთხილებები: ქოჩორაშვილი (38 წთ.), სამურკასოვი (64 წთ.), ლაკვეხელიანი (74 წთ.) არველაძე (90 წთ.) – საბოვიჩი (28 წთ.), გიოკერესი (23 წთ.), ლიდბერგი (54 წთ.)

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მომენტი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს – უნდა ჩათვლილიყო იაპონიის გოლი? (ვიდეო)

იაპონიამ ესპანეთი 2-1 დაამარცხა და გერმანია ჯგუფში ჩარჩა. გუშინდელიდან მოყოლებული ყველა იაპონელთა ამ გოლზე ლაპარაკობს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუმ ხორვატიის წინააღმდეგ ყველაფერი გააფუჭა (ვიდეო)

ბელგიის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა, ხორვატიასთან 0-0 ითამაშა და ეს დიდწილად რომელუ ლუკაკუს ბრალია. ლუკაკუმ ყველაფერი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პედი პიმბლეტი საკუთარ ქვეყანას მსოფლიოზე არ გულშემატკივრობს

UFC-ის ცნობილი მებრძოლი პედი პიმბლეტი, რომელიც ილია თოფურიასთან დაძაბულ ურთიერთობაშია, აცხადებს, რომ საკუთარ ქვეყანას, ინგლისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესნიმ მესის პენალტი აუღო, თუმცა 100 ევრო წააგო

არგენტინის ნაკრებმა პოლონეთთან 2-0 მოიგო. პირველი გოლის გატანის საშუალება მესის პენალტიდან ჰქონდა, თუმცა ვოიჩეხ შესნიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არგენტინიდან მესი მაინც საუკეთესოდ დაასახელეს, თუმცა შესნი! – რა შეფასება მიიღო ლეომ

არგენტინის ნაკრებმა პოლონეთი 0-2 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მესიმ პენალტი გააფუჭა, თუმცა Whoscored-ან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლონეთში ფანმა ოპერაციის დროს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს უყურა

პოლონეთში პაციენტმა “უმაღლესი კლასის” მომსახურება მიიღო და ოპერაციის დროს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს უყურა. ფეხბურთის ფანს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ძაკარდო: “კიდევ ერთი ქართველი ტალანტი აფეთქებისთვის მზადაა”

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადაყვანაში მთავარი მონაწილე პირი, საფეხბურთო აგენტი კრისტიან ძაკარდო კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუერო და ფაბრეგასი მესის იცავენ – “აზრზე არ ხარ რა ხდება გასახდელში”

ლეგენდარული მექსიკელი მებრძოლი კანელო ალვერესი ლეო მესის მექსიკის ნაკრების მაისურისა და დროშის შეურაცხყოფის გამო დაემუქრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კატარელი ფანების პასუხი გერმანელებს – მესუთ იოზილი

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა იაპონიასთან პირველი თამაშის წინ გუნდური ფოტოს გადაღებისას პირზე ხელები აიფარეს და ასე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ღმერთს სთხოვოს, რომ ვერ ვიპოვო” – კანელო მესის ემუქრება

ლეგენდარული მექსიკელი მოკრივე კანელო ალვარესი ლეო მესის მექსიკის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ლეოს ემუქრება. “ვნახე, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეს მომენტი ბევრს გამორჩა – მესის კუმირი, პაბლო აიმარი გოლის შემდეგ ატირდა (ვიდეო)

გუშინ არგენტინის ნაკრებმა მექსიკა 2-0 დაამარცხა. პირველი გოლი მესიმ საოცარი დარტყმით გაიტანა და არგენტინა დააწინაურა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ – მაროკოს მეკარე ჰიმნის შესრულების შემდეგ შეცვალეს

დღეს მაროკომ ჯგუფური ეტაპის მე-2 მატჩში ბელგიის ნაკრები 2-0 დაამარცხა. მაროკოს ჰიმნი მეკარე ბონომ გუნდთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” “ნაპოლის” ვარსკვლავში 70 მილიონს იხდის

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” ახალ ნახევარმცველს ეძებს, რომელიც ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის შეცვლას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელის ემოციური სიტყვები (ვიდეო)

საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელის, ერვე რენარის ემოციური სიტყვები არგენტინასთან პირველი ტაიმის 1-0 წაგების შემდეგ. Entretiempo […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბავშვი რონალდოს ვარცხნილობის გამო სკოლიდან გამოაგდეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდოს უცნაური ვარცხნილობის გამო 12 წლის ინგლისელ ბავშვს სკოლაში პრობლემები შეექმნა. ალფი […]...
წაკითხვა