WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (334815) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

U19: საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა

თარიღი: ივლისი 8, 2017

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები იმართება.

“მიხეილ მესხზე” საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ეროვნული გუნდი მიიღო. პირველი რეალური მომენტი ჩეხებს შეექმნათ. მათ საჯარიმოს მისადგომებიდან ჯარიმა დაარტყეს, თუმცა უშედეგოდ – ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა. ამის შემდეგ იყო საპასუხო შეტევა, როცა არაბიძემ შესანიშნავად გაჭრა ბურთი მარჯვენა ფლანგზე, იგი მალის მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა. ამ ბურთს კოხრეიძემ დაუხვედრა თავი და მიზანს ძალიან ცოტათი ააცილა. სულ ცოტა ხანში არაბიძეს მიეცა შანსი, რათა საკმაოდ ახლო ჯარიმიდან გაეტანა გოლი. მან ბურთი კარს გადააცდინა.

32-ე წუთზე სტუმრებმა ჩააწოდეს კუთხური, რის შემდეგაც ტურინამ სცადა ბურთის კარში გადაგზავნა. 36-ე წუთზე გიორგი კუცია ორ კაცს გასცდა და დაარტყა, თუმცა ფეხი დაუსრიალდა და დარტყმაც აღარ გამოუვიდა. სულ მალე ქართველების მეტოქეებმა მოაწოდეს მარცხენა ფლანგიდან, შაშინკამ ძალიან ახლოდან თავი დაარტყა და ჩოჩიშვალმა ურთულესი ბურთი მოიგერია. აქ ნამდვილად გადავრჩით!

44-ე წუთზე სამურკასოვმა ბურთი ცენტრში დაკარგა, იგი შაშინკამ მოიპოვა და მალე კუციაც მოატყუა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. თუმცა, სწორედ მეათე ნომერმა პირველი ტაიმის პირველ დამატებით წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი დაარტყა და გაიტანა.

მეორე ნახევარი ქართველების აქტიურობით დაიწყო. 54-ე წუთზე არაბიძემ მარჯვენა ფლანგზე ერთი მეტოქე მოატყუა, და მარჯვენა ფეხით დაარტყა, თუმცა ბურთი კარს გარედან მოხვდა. სამ წუთში მალის ჩაწოდებულ კოხრეიძემ დაუხვედრა ბურთი, თუმცა უშედეგოდ.

70-ე წუთზე ლიბორ ჰოლიკმა კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ეფექტური დარტყმით ქართველთა კარში გადაგზავნა და ანგარიში 2:0 გახადა. მან ერთ-ერთ ტრიბუნასთან აღნიშნა გოლი, რის შემდეგაც ტრიბუნაზე მჯდომმა გულშემატკივრებმა სტუმრებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს. ამ ინფორმაციით, ერთ-ერთი ნივთი მსაჯს მოხვდა. ჩეხებმა მოედანი დატოვეს და თამაში 72-ე წუთზე შეწყდა. დაახლოებით შვიდ  წუთში მატჩი განახლდა. 76-ე წუთზე არაბიძეს კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის საშალება მიეცა, თუმცა მან მეკარის კუთხეში კარს გადააცილა ბურთი. 78-ე წუთზე საღრიშვილმა გაიტანა თამაშგარე მდგომარეობიდან, თუმცა ეს ბურთი სამართლიანად არ ჩაითვალა.

ამის შემდგე იყო არველაძის დარტყმა. თუმცა, უშედეგო გამოდგა ესეც და სხვა მცდელობებიც. საბოლოოდ, საქართველომ ეს მატჩი ანგარიშით, 0:2 დათმო და სამი ქულით ჯგუფში ჩარჩა. ჩეხეთს ექვსი ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილით შემდეგ ეტაპზე გავიდა.

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, კობოური, ბურჯანაძე, ლაკვეხელიანი, კუცია, სამურკასოვი (არველაძე, 67 წთ.), ქოჩორაშვილი (საღრიშვილი), ჩაკვეტაძე, არაბიძე, კოხრეიძე (ჩოგაძე, 84 წთ.).

ჩეხეთი: იედლიჩკა, ჩალუსი, ჰოლიკი, მარეჩეკი, ტიშლერი, ტურინა, სადილეკი, საშინკა, კრალი, ჰაველკა, ჩვეია (გრანეჩნი, 67 წთ.).

გაფრთხილებები: ბურჯანაძე (61 წთ.) – ჩვეია (55 წთ.)



მსგავსი სიახლეები