U19 – უკვე ლოზანაში, სრული შემადგენლობით

თარიღი: მაისი 23, 2014

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები უკვე შვეიცარიაში იმყოფება. გუნდი გერმანიიდან ლოზანაში გუშინ, ნაშუადღევს ჩავიდა. თბილისიდან ნაკრებს შეუერთდნენ გიორგი პაპუნაშვილი და მათე ცინცაძე, რომლებიც 21 მაისს, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის მფლობელები გახდნენ.

ნაკრების საბოლოო, 18-კაციანი შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“)

მცველები: ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე (ორივე „ლოკომოტივი“ თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი თევზაძე, ჯემალ ტაბიძე (ორივე „საბურთალო“)

ნახევარმცველები: ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე (ორივე „დილა 2“, გორი), გიორგი გოროზია, გიორგი აბურჯანია, ლუკა კიკაბიძე (ყველა „ლოკომოტივი“ თბილისი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“ თბილისი), დათო დარციმელია („სევასტოპოლი“, უკრაინა), ილია კერძევაძე (“დილა 2”, გორი)

 

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელებმა დასკვნითი შეკრება გერმანიაში, გარმიშ პატერკირხენში გაიარეს, სადაც ერთი ამხანაგური მატჩი გამართეს „ბაიერნის“ 19-წლამდე გუნდთან  – 1:1.

გუშინ საღამოსვე, ვასილ მაისურაძის გუნდმა ლოზანაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ფეხბურთელები მობილიზებულები და კონცენტრირებულები არიან. საბედნიეროდ, ჯანმრთელობის პრობლემებსაც არავინ უჩივის.

ელიტრაუნდის მე-3 ჯგუფის გუნდები – შვეიცარია, ისრაელი, საქართველო და კვიპროსი ლოზანაში, სასტუმრო „Movenpick“- ში არიან დაბინავებული. თუმცა, ამ ეტაპზე, აქ ჯერ მხოლოდ შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებები არიან. ისრაელისა და კვიპროსის დელეგაციები ხვალ, დღის განმავლობაში ჩამოვლენ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 25 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ლოზანაში, „ხუან-ანტონიო სამარანჩის“ სტადიონზე გამართავს. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას ქართველი გულშემატკივარი „სილქ სპორტის“ მეშვეობით შეძლებს.

სფფ-ის პრესსამსახური

ლოზანა, შვეიცარია

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მეტყვით, რატომ ვლაპარაკობ ახლა?” – თემურ ქეცბაია ჟურნალისტს

თემურ ქეცბაიას შოუ გრძელდება. “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი, კვიპროსის ჩემპიონატში გამართული მატჩების შემდეგ პრესკონფერენციებს უცნაურად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაია და ოქრიაშვილი მატჩის დასრულების შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში ქართველების “ანორთოსისმა” “აპოელი” 2-0 დაამარცხა. ერთი გოლი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა. მატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” ვან დეიკის შემცვლელი შეარჩია

“ლივერპულს” მუხლის ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ვირჯილ ვან დეიკი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიო ტრავმირებულია

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეშვიდე ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (1:3) მიმდინარეობისას კატალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯეკ უილშირი MLS-ს უახლოვდება

ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯეკ უილშირმა კარიერა შესაძლოა, MLS-ში გააგრძელოს. “დეილი მირორის” ცნობით, 28 წლის ნახევარმცველს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შალკეს” კრიზისი – ბოლოს როდის მოიგეს ბუნდესლიგაში?

გრძელდება გელზენკირხენის “შალკეს” წარუმატებელი სერია. 24 ოქტომბერს ბუნდესლიგის მე-5 ტურში “შალკე” გასვლაზე “ბორუსიასთან&...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუერო ისევ დაშავდა

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში “ვესტ ჰემ იუნაიტედსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (1:1) “ქალაქელთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დაასრულა. დაღესტნელმა მებრძოლმა ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და თქვა, რომ ეს მისი ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ცეცაძემ “ლვოვის” თავკაცის პოსტი დატოვა

გია ცეცაძემ საფეხბურთო კლუბ “ლვოვის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ქართველმა სპეციალისტმა უკრაინის ჩემპიონატის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანი: “ვიდეორეფერი მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, “რეალთან” განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “იდეალური მატი ჩავატარეთ, ვამაყობ ჩემი გუნდით”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ლა ლიგის მე-7 ტურში “ბარსელონას” დაჯაბნის შემდეგ პრესკონფერენცია გამარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყოფილი მსაჯის ვერდიქტი – პენალტი არ უნდა დანიშნულიყო! (ვიდეო)

ფეხბურთის გამოცდილი სპეციალისტი ანდუხარ ოლივერი, რომელიც აქამდე მსაჯის ამპლუაში გვევლინებოდა, თვლის, რომ “ელ კლასიკოში” პენალტი […]...
წაკითხვა