U20 ალაფა მე-5 ადგილზე დაავსრულეთ – მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონია გავიდა

თარიღი: აპრილი 20, 2014

დღეს, 19 აპრილს გაიმართა 2014 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის მეოთხე, ფინალური ეტაპი. პირველ შეხვედრაში, ტურნირის მე-7 ადგილისათვის ერთმანეთს, ჰონკონგისა და კანადის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საკმაოდ დაძაბულ მატჩში, კანადელებმა 33-30 დაამარცხეს მასპინძლები, რითაც მეშვიდე ადგილს დაეუფლნენ.

მეხუთე ადგილისათვის არაფერი დავთმეთ

ტურნირის ფინალური დღის მეორე შეხვედრაში საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებები გავიდნენ მოედანზე. 20 წლამდე ბორჯღალოსნებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, რასაც მალევე, ვახტანგ ამირანაშილის ლელო მოჰყვა. რეზი ჯინჭველაშვილმა, რომელიც დღევანდელ მატჩში უშეცდომოდ გაისარჯა, ლელო გარდასახა და მატჩის მეშვიდე წუთზე საქართველოს ნაკრები 7-0 დაწინაურდა. ანგარიშის გახსნიდან 9 წუთი მილეული იყო, როდესაც ჯინჭველაშვილმა უმცროსი ბორჯღალოსნების მონაგარს 3 ქულა შემატა და ანგარიში 10-0 დააფიქსირა. საქართველოს ნაკრებმა შეტევებს უმატა. მეცხრამეტე წუთზე მათ მოწინააღმდეგის 5 მეტრიან ხაზთან დერეფანი მოიგეს და ნამიბიელებს მოლი აუგორეს. ამ დროს, მოლს ამირანაშვილი მოწყდა და ბრწყინვალედ ამოუგდო ბურთი გიორგი ტალახაძეს, რომელმაც მორიგი ლელო დადო. რეზი ჯინჭველაშვილმა ლელო გარდასახა და ანგარიში 17-0 გახდა. ტაიმის ბოლომდე, საქართველოს ნაკრების მგეზავმა, დამატებით სამი ჯარიმა შესრულა და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 26-0 გავიდნენ.

მატჩის მეორე ნახევარში ნამიბიელი 20 წლამდელები ცოტათი გამოცოხხლდნენ, რასაც მალან კრუგერის ზუსტი არეკნი მოჰყვა. მატჩის 52-ე წუთზე, მათ უკვე ლელოს დადება შესძლეს. ამის მერე ორი სწრადი ლელო დაფიქსირდა: 52-ე წუთზე მურაზ გიორგაძემ დაალელოვა მოწინააღმდეგე, ხოლო 2 წუთის შემდეგ, ქართველებს ნამიბიელებმა იგივეთი უპასუხეს და ანგარიში 33-17 გახდა. უმცროსი ბორჯღალოსნები დალაგდნენ და ძალ-ღონე მოიკრიბეს, რასაც ოთხი წუთის ინტერვალით, რეზი ჯინჭველაშვილმა ორი ზუსტი ჯარიმა მოაყოლა და საქართველოს ნაკრები 39-17 დააწინაურა. ამით საქმე არ დასრულებულა. მეორე ტაიმის ბოლოსკენ, შეცვლაზე შემოსულმა დავით პაპავაძემ მეოთხე ლელო და ტურნირის პირველი ბონუსი მოუტანა საქართველოს ნაკრებს. ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველოს 20 წლამდელებმა ნამიბია 46-17 დაამარცხა.

2015 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იაპონია იასპარეზებს

მესამე ადგილისათვის ბრძოლა აშშ-სა და ურუგვაის შორის გაჩაღდა. პირველ ნახევარში ამერიკელები 20-3 იგებდნენ. მეორე ნახევარში, ურუგვაელმა 20 წლამდელებმა მოუმატეს და ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ გამარჯვება ვერ მოახერხეს – აშშ-ს ნაკრებმა, დაძაბულ მატჩში ერთი ქულით, 26-25 გაიმარჯვა და დაეუფლა მესამე ადგილს.

მას შემდეგ რაც მესამედან-მეშვიდემდე ყველა ადგილოსანის ვინაობა გაირკვა, დადგა ფინალური მატჩის ჯერი. თბილისის დროით 15:00 საათზე იაპონიისა და ტონგას მატჩი დაიწყო. ეს მეოთხე ფინალი იყო იაპონიის ნაკრებისათვის. აღნიშნული მატჩი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ამომავალი მზის ქვეყნის 20 წლამდელებისათვის, ვინაიდან 2010, 2011 და 2012 წლებში ისინი ფინალში დამარცხდნენ. მათ ამ მატჩში ყველაფერი გააკეთეს და ტონგელი 20 წლამდელების, ანგარიშით 33-10 დამარცხებით, იაპონიის ნაკრებმა პირველად მოიპოვა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

კომენტარები

დავით ვართანიანი, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

„დღევანდელ თამაშს დადებითად ვაფასებ – კარგად ვითამაშეთ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტრავმა გვქონდა, რის გამოც პოზიციების მიხედვით ფაქტიურად სათანადო შეცვლეაც არ გვყავდა. თამაშის ხარისხი მიახლოვებული იყო იმასთან, თუ რაც უნდა გვეთამაშა და რასაც ვცდილობდით გაგვეკეთებინა წინა მატჩებში. დღევანდელ მატჩში ბიჭებმა უკეთესად შეასრულეს დავალებაც და მაქსიმალურად იმ ტაქტიკური მონახაზის მიხედვით ითამაშეს, რომელიც შემუშავებული გვქონდა. რაც მთავარია, გუნდმა ის ხასიათი გამოავლინა, რომელიც გვაკლდა და ბოლომდე.

„ჯობდა, რომ გუნდს ეს თამაში წინა მატჩებში ეთამაშა. ძალიან ბევრი რამ ჩავინიშნეთ, რაზეც გვაქვს სამუშაო და რომ ჩამოვალთ ამაზე მუშაობას დავიწყებთ. სათამაშო დისციპლინის მხრივ ხარისხმა იმატა – სულ ორი ჯარიმა ავიღეთ. ბიჭებმა პრაგმატულად ითამაშეს და შესაბამისად, მოწინააღმდეგემ მიიღო ჯარიმები, რომლებიც ჯინჭველაშვილმა გამოიყენა და დღეს 6 ჯარიმა გაიტანა. საქართველოში, რომ ჩამოვალთ უფრო ვრცლად შემეძლემა ალაფაზე ჩვენი გუნდის გამოსვლაზე საუბარი.“

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი

„ბიჭებმაყველაფერი დადეს დღევანდელ თამაშში. გუნდში ძალიან ბევრი ტრავმა იყო. ხაზში შეცვლაზე შერკინების მოთამაშე გვყავდა, მეორე ხაზელი ფარნა გასვიანი, რომელიც გამოვიდა მშეცვლაზე და შესანიშნავად ითამაშა. 15 ნომერზე ძალიან კარგად ითამაშა გიორგი ბაბუნაშვილმა. ბიჭებმა უდაოდ ყველაფერში აჯობეს ნამიბიას. მეორე ტაიმში ტრავმებმა და დაღლილობამ იმატა. ბევრი ბიჭი იყო ტრავმირებული, მაგრამ იმის გამო, რომ შეცვლა არ იყო, მოუწიათ თითქმის მთელი მეორე ტაიმის ტრავმებით თამაში. რაც მთავარია, ხასიათი გამოავლინეს როგორც იქნა და ეპიზოდებში გუნდი იყო ის, რისთვისაც ეს ბიჭები გულშემატკივარს უყვარს – იყო შესანიშნავი კომბინაციები, ლამაზი ლელოები და ეპიზოდურად ვთამაშობდით ძალიან კარგ რაგბის.

„რაც შეეხება ზოგადად ტურნირს, უამრავი პრობლემა გვაქვს. სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ – სამი თამაში მოვიგეთ და ერთი წავაგეთ 1 ქულის სხვაობით, მაგრამ ჩვენზე კარგად არავინ არ იცის თუ რა არის ჩვენი პრობლემები. ეს პრობლემები დავინახეთ – მთავარმა მწვრთნელმა, სამწვრთნელო შტაბმა და ყველამ ერთად ამის ანალიზი გავაკეთეთ. ვიცით რაზეც გვაქ სამუშაო და ამ მუშაობას დავიწყებთ ჩამოსვლისთანავე. პირველ ეტაპზე დაიდება ორივე ტურნირის მიმოხილვა. როგორც გულშემატკივარს მოეხსენება, აქ იმყოფება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი, რომელიც აქაური ტურნირის შემაჯამებელ ანალიზს გააკეთებს, ხოლო 18 წლამდელების ევროპის ჩემპიონატის ანალიზს კი, მაიკლ ბრედლი განახორციელებს, რომელიც გუნდთან ერთად პოლონეთშია. შემდეგ, შევიკრიბებით ეროვნულ სარაგბო აკადემიაში, დავსახავთ მიზნებს და დავიწყებთ ამ შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობას.

„მსაჯობაზე მინდა ავღნიშნო, რომ ზოგადად მთელ ტურნირზე არის ძალიან ცუდი და არაკვალიფიციური მსაჯობა. მაგალითად, ვუყურებთ აშშ-ურუგვაის თამაშს და ბევრ შეცდომებს უშვებს მსაჯი ამერიკის სასარგებლოდ.

„რა საკვირველია, რომ ეს ტურნირი წარმატებულად ვერ ჩაითვლება ჩვენთვის, ვინაიდან სულ სხვა ამოცანები გვქონდა და სულ სხვა შედეგი მივიღეთ. მიუხედავად ამისა მერწმუნეთ, რომ არც სატრაგედიოა რაიმე – არის უბრალოდ ძალიან ბევრი სამუშაო და ჩვენ ყველანი მზად ვართ ამ მუშაობისათვის. კიდევ ვიმეორებ, რომ ანალიზი გაკეთებულია და ჩამოსვლისთანავე ავიკაპიწებთ ხელებს და დავიწყებთ ამ პრობლემებზე მუშაობას. ზოგადად, კონკრეტულ დეტალებზე სპეციალურად არ ვსაუბრობ, რადგან ყველაფერი უკვე ითქვა ჰონკონგის თამაშის მერე.“

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ხელბურთი. მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში

მორიგი მატჩები გაიმართა ხელბურთელ გოგონათა და ჭაბუკთა ჩემპიონატზე. უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატში 13 გუნდია და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰაკუჰოს ჟესტი ტამავაშისთან შეხვედრაში (ვიდეო)

17 ნოემბერს, კიუშუ ბაშოს მე-8 დღეს ლეგენდარული ჰაკუჰო ტამავაშის დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა. იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

სამწუხარო ინფორმაცია: ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ვეღარ იასპარეზებს

უცხოურ პრესაში ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ლევან გორგაძემ ბოლო ორთაბრძო...
წაკითხვა
სხვადასხვა

მარიო და სონიკი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ვიდეო თამაშების და სპორტის მოყვარულთ თავშესაქცევად ახალი გასართობი აქვთ. ვიდეო თამაშების ცნობილმა იაპონურმა მწარმოებელმა Sega-მ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

UFC-ის მებრძოლი მოსკოვში ოქტაგონზე ქართული მელოდიის თანხლებით გამოვიდა (ვიდეო)

10 ნოემბერს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში UFC Fight Night 163 გაიმართა. ღონისძიების მთავარი დაპირისპირება რუსეთის სახელით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორმა ხაბიბის ბიძაშვილს UFC-ში წარუმატებელი დებიუტის შემდეგ დასცინა (ფოტო)

კონორ მაკგრეგორმა სოციალური ქსელის საშუალებით ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამჯერად მან Twitter-ში რამდენიმე თვითი ხაბიბ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ალისა შმიდტი – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტსმენი (ფოტო)

ალისა შმიდტი ამერიკელი საშუალო დისტანციაზე მორბენალია, რომელსაც მონაწილეობა მიღებული აქვს 2008 და 2012 წლის ოლიმპიურ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ვიცი, როგორ ძალიან გაკლივარ…” – ტოჩინოშინის ემოციური პოსტი სოციალ

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ტოჩინოშინმა შვილს დაბადების დღე მიულოცა. “დღეს ორი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოსაკას გრან სლემზე

22-24 ნოემბერს იაპონიაში ოსაკას გრან სლემი გაიმართება. ტურნირზე მონაწილეობას ოთხი ქართველი ძიუდოისტი მიიღებს. 73 კგ: […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი საზამთროს წინააღმდეგ – რა გააკეთა “ქართველმა ჰალკმა”?

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა სახალისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. “ქართველი ჰალკი” უკრაინელ ძალოსანს, ლონდონის ოლიმპიური თამ...
წაკითხვა
სხვადასხვა

რუსი კომენტატორის რეაქცია – ლიპარტელიანმა ფინალში რუსი მეტოქე რუსთში დაამარცხა (ვიდე

1 ნოემბერს, რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე, -57კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვარლამ ლიპარტელიანი და ლევან საგინაშვილი ერთმანეთს შეეჯიბრნენ (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი და ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ერთმანეთს “ქართველი ჰალკის” სპორტში შეეჯიბრნენ. გთავაზობთ ვიდეოს, ...
წაკითხვა