U20 მსოფლიო ალაფა 2014 – საქართველო V ჰონკონგი
უფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი შევინარჩუნოთ, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში ბონუს ქულით უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ჰონკონგთან მოგება არ არის საკმარისი – ჩვენი შეხვედრის შემდეგ, ტონგელი 20 წლამდელები A ჯგუფის ლიდერ აშშ-ს ნაკრებს შეხვდებიან. იმ შემთხვევაში თუ ტონგას ნაკრები 8 ქულაზე მეტით მოუგებს აშშ-ს და ამავდროულად, ამერიკელები ვერ მოახერხებენ ოთხი ლელოს დადებას, მაშინ ჩვენ შევძლებთ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლას და 19 აპრილს ფინალში, მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურისათვის ბრძოლას.
საქართველოსა და ჰონკონგის 20 წლამდელთა მატჩი გაიმართება ხვალ, 15 აპრილს, თბილისის დროით 09:00 საათზე. წინა მატჩის მსგავსად, შეხვედრისათვის თვალყურის მიდევნება, მხოლოდ ტექსტური ლაივის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რომელიც იწარმოებს ტურნირის თვიტერზე:
და ასევე საქართველოს რაგბის კავშირის თვითერზე და Facebook პლათფორმაზე:
Facebook.com/GeorgianRugbyUnion>>>
კაპიტნის ვარჯიში და სამატჩო რაზმი
დღეს, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა. აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა როლანდ კვაჭაძემ. სამწუხაროდ გიორგი აფციაურს ტრავმა კვლავ აწუხებს და შესაბამისად იგი ვერ შესძლებს ჰონკონგთან თამაშს. ვარჯიშის შემდეგ, ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ხვალინდელი რაზმი დაასახელა, რომელშიც ზემოხსენებული როლანდ კვაჭაძის გარდა, გიორგი სორდიას ვიხილავთ.
U20 საქართველოს რაზმი – საქართველო v ჰონკონგი>>>
შერკინება
1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზიშვილი, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაპ), 7. გიორგი სორდია, 8. ვახტანგ ამირანაშვილი
ღერძი
9. თემურ თუთბერიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი
ხაზი
11. დევი დევსურაშვილი, 12. რევაზ ბროძელი, 13. გიორგი ფრუიძე, 14. მურაზ გიორგაძე, 15. დავით გულიტაშვილი
მარქაფა
16. გიორგი თორაძე, 17. ბექა კაკაბაძე, 18. ფარნავაზ გასვიანი, 19. დავით პაპავაძე, 20. ჟორა მღებრიშვილი, 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. შალვა შაშიაშვილი
Rugby.GE