U20 მსოფლიო ალაფა 2014 – საქართველო V ტონგა

თარიღი: აპრილი 7, 2014

ხვალ, 7 აპრილს ჰონგ-კონგში სტრატს იღებს 2014 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფის გათამაშება.

IRB მსოფლიო ალაფა 2014

ტურნირზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ტონგას, უძლიერესი 12 გუნდიდან შარშან გამოვარდნილი აშშ-სა და მასპინძელ ჰონგ-კონგთან ითამაშებს. B ჯგუფში იაპონია, კანადა, ურუგვაი და ნამიბია მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსნები ფინალში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ, დანარჩენი გუნდები კი, მესამე, მეხუთე და მეშვიდე ადგილს გაითამაშებენ.

U20 ბორჯღალოსნები პირველ შეხვედრას ტურნირის გახნსის დღეს, 7 მარტს, ტონგას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ტექსტური ლაივის ანაბარა

ორგანიზატორი მხარის და მასპინძელი რაგბის კავშირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტურნირის მატჩების ტრანსლირება არ განხორციელდება. ამის ნაცვლად მატჩების ტექსტური ლაივი იწარმოებს ტურნირის თვიტერზე:

twitter.com/IRBjuniors>>>

და ასევე საქართველოს რაგბის კავშირის თვითერზე და Facebook პლათფორმაზე:

twitter.com/GeorgianRugby>>>

Facebook.com/GeorgianRugbyUnion>>>

წინა-სამატჩო მზადება და ტრავმები

დავით ვართანიანის შეგირდები 1 აპრილს გამეგზავრნენ ჰონგ კონგში. გამგზავრებამდე 20 წლამდელებმა შეკრება შევარდენზე გაიარეს და ჯამში სამი მოსამზადებელი სპარინგი გამართეს. პირველ ორ შეხვედრაში, 20 წლამდელები უმაღლესი ლიგის კლუბ არმიას ეთამაშნენ, ხოლო ბოლო სპარინგში კი, უმცროსი ბორჯღალოსნები უმაღლესი ლიგის კლუბების ნაკრებს ერკინენ.

ლადო კილასონია, U20 ნაკრების მწვრთნელი: „მეოთხე დღეა რაც  ჰონგ კონგში ვართ. ნორმალურად მოვეწყვეთ, ჰავა ცხელი და ტენიანია. დღეში ერთი ვრჯიში გვქვს, საკმაოდ უხარისხო ხელოვნურ მოედანზე, ბოლო ორი დღეა რაც სათამაშო მოედანზე დაგვრთეს ვარჯიშის ნება. მინდა ავღნიშნო, რომ გუნდი კარგ ფორმაშია.“

მან ასევე დასძინა, რომ სამწუხაროდ რამოდენიმე მოთამაშეს ტრავმები აწუხებთ – „საქართველოში მიღებული მხრის მცირე დაზიანების გამო პირველ მატჩს გამოტოვებს ჩვენი მეორეხაზელი როლანდკვაჭაძე, თუმცა მისი რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს და მწვრთნელები ვიმედოვნებთ, რომ მეორე მატჩზე იგი შეძელბს თამაშს,  ტონგას წინააღმდეგ არ იქნება გიორგი აფციაური, რომელმაც 5 აპრილს, ვარჯიშზე ფეხის წინა მხრის კუნთი დაიზიანა. ასევე ფეხის მცირე ტრამვა აწუხებს მურაზ გიორგაძეს, თუმცა იგი ძირითად შემადგენლობაშია და იწყებს თამაშს.“

ბიჭები ტონგასთვის მზად არიან

 „დღეს დილას გვქონდა კაპიტნის ვარჯიში, რომელმაც კარგად ჩაიარა, ბიჭები მზად არიან ტონგასთან სათამაშოდ. ტონგელები ფიზიკურად დიდიბი და ინდივიდუალურად ნიჭიერი მორაგბეები არიან, მაგრამ ძალაკი პირიქით, გუნდურობაში და ფაზურ თამაშშია. დანარჩენს თვითონ მატჩი გვიჩვენებს.

 

U20 საქართველოს რაზმი – საქართველო V ტონგა 07/04/2014 >>>

შერკინება

1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მარგველიანი, 4. ფარნავაზ გასვიანი, 5. ბესიკ ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაპ), 7. ბადრი დანგაძე, 8. ვახტანგ ამირანაშვილი

ღერძი

9. რევაზ ბროძელი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი

ხაზი

11. შალვა შაშიაშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 14. მურაზ გიორგაძე, 15. დავით გულიტაშვილი

მარქაფა

16. გიორგი თორაძე, 17. ბექა კაკაბაძე, 18. დავით პაპავაძე, 19. ჟორა მღებრიშვილი, 20. თემურ თუთბერიძე, 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. დევი დევსურაშვილი.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი: “საჩემპიონოდ ვიყავი განწყობილი”

ქართველმა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემის მოგების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. 20 წლის სპორტსმენმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა მუსიკა ჩაირთო დარბაზში მას შემდეგ, რაც ტატო გრიგალაშვილმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ

22 თებერვალს ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემი მოიგო. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 81კგ. წონითი კატეგორიის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართველი ქომაგების რეაქცია, როცა ტატო გრიგალაშვილმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი დაამარც

22 თებერვალს ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემი მოიგო. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 81კგ. წონითი კატეგორიის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძე 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა!

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც ძალოსნად დასახელდა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა [&hel...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დიუსელდორფის გრან სლემზე

21-23 თებერვალს ძიუდოში დიუსელდორფის გრან სლემი გაიმართება. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 14-კაციანი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი: “ჩვენი საქმეა ვარჯიში გავაგრძელოთ”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მეორედ მოგების შემდეგ მცირე კომენტარი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)

16 თებერვალს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრაისილი ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელ იაკვინტა: “ყველა რომ მერაბ დვალიშვილისნაირი იყოს, მსოფლიო უკეთესი იქნებოდა”

UFC-ის ცნობილმა მებრძოლმა ელ იაკვინტამ მერაბ დვალიშვილის მიერ კეისი კენის დამარცხების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილი: “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კიდევ ბევრჯერ გავახარო თქვენი

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მოპოვებული მორიგი გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. მერაბმა სოციალურ ქსელ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მესამე გამარჯვება მოიპოვა (ფოტო, ვიდეო)

აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატში UFC Fight Night 167-ის ეგიდით მორიგი შეხვედრა გამართა მერაბ დვალიშვილმა. ქართველი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ზურაბ დათუნაშვილის დასჯას ითხოვს

დღეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოცაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სერბეთის სახელით მოასპარეზე ბერძნულ-რომაულ...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი პარიზის გრან სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდ

9 თებერვალს, პარიზის გრან სლემზე, 100კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტედი რინერის პირველი კომენტარი სენსაციური მარცხის შემდეგ

ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა, ტედი რინერმა პარიზის გრან სლემზე კოკორო კაგეურასთან განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბოლო 10 წელში პირველად – ტედი რინერი დამარცხდა (ვიდეო)

პარიზის გრან სლემზე, +100კგ წონითი კატეგორიის მესამე რაუნდში სენსაცია მოხდა. ტედი რინერი იაპონელ კოკორო კაგეურასთან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძის ახალი ფოტოები ციხიდან

სოციალურ ქსელ Facebook-ში ავთანდილ ხურციძის ციხეში გადაღებული ფოტოები გავრცელდა. როგორც იცით, ქართველი მოკრივე სასჯელს ნიუ […]...
წაკითხვა