U21 საქართველო 2:2 ხორვატია
6 სექტემბერს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი ხორვატ თანატოლებთან გამართა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
დაპირისპირებაში ანგარიში ჩვენებმა გახსნეს. უკვე 1-ელ წუთზე, თბილისის ”დინამოს” ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა ხორვატთა კარი ბრწყინვალე დარტყმით აიღო. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება 43-ე წუთზე მოახერხეს, თავი სტიპ პერიცამ გამოიჩინა – 1:1. ”ჯვაროსნები” ნიკა კაჭარავას გოლით წინ კიდევ ერთხელ გავიდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ხორვატთა თავდამსხმელმა პერიცამ 61-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2
ძირითადი შემადგენლობები:
საქართველო U21: 12. ლაზარე კუპატაძე, 2 გრიგოლ ჩაბრაძე, 3. დავით უბილავა (გიორგი თევზაძე), 5. ჯემალ ტაბიძე (გაგი მარგველაშვილი), 6. მათე ცინცაძე, 7. ვალერი გვილია (გიორგი გოროზია), 8. გიორგი პაპუნაშვილი, 11. ნიკა კაჭარავა, 13. ოთარ კიტეიშვილი (კ), 15. დაჩი ცნობილაძე, 17. გიორგი ხარაიშვილი
ხორვატია U21: 1. დომინიკ ლივაკოვიჩი, 2. კარლო ბარტოლეცი, 3. ანტონიო მილიჩი, 5. დუჟე ჩალეტა-კარი, 6. დინო პერიჩი, 7. ნიკოლა ვლაშიჩი, 8. მარკო როგი, 9. ანტე ჩორიჩი, 10. დომაგოი პავიჩიჩი, 17. ფრან ტუდორი, 19. სტიპე პერიცა