U21: საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებების დაპირისპირება ფრედ დასრულდა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქული შეკრების დასკვნით დღეს ამხანაგური მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანთან და 1:1 ითამაშა. გია ცეცაძემ თავისი სადებიუტო მატჩისთვის გადახალისებული შემადგენლობა მოამზადა და რამდენიმე ახალწვეულსაც პირველად მისცა შანსი. შეხვედრაში პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქე დაწინაურდა – შორიდან დარტყმული ბურთი გიორგი ახალაძეს მოხვდა ფეხზე და შორეულ კუთხეში ჩაეშვა. გამთანაბრებელი გოლი ბექა მიქელთაძემ თავურით შეაგდო. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა უფრო გამოიკვეთა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.
21-წლამდე ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ჩოჩიშვილი, ნადირაძე, ქანთარია, კობოური, ახალაძე, სამურკასოვი, ბაშელეიშვილი, შულაია, რუხაძე, არველაძე, მიქელთაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: შოვნაძე, ჩაჩუა, კამლაძე, გიორბელიძე, კუცია, ხარებაშვილი, მაჭარაშვილი, გადრანი, საღრიშვილი, ღუდუშაური.
Gff.Ge