უახლესი ინფორმაცია: ჰუმელსმა “ბაიერნში” გადასვლის სურვილი გამოთქვა
დორტმუნდის “ბორუსია” ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მატს ჰუმელსმა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის სურვილი გამოთქვა.
როგორც იცით, გერმანელი მცველის “ყვითელი მომავალი” კარგა ხანია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა სპეკულაციები იმის შესახებ, თუ რომელ კლუბში უნდოდა თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება.
“მატს ჰუმელსმა გვამცნო საკუთარი სურვილის შესახებ, რომელიც ზაფხულში კლუბის დატოვებას და ჩვენი მეტოქეების ბანაკში, “ბაიერნში” გადასვლას გულისხმობს.” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
აქვე კლუბმა “ბაიერნს” მიანიშნა, რომ ჰუმელსის შეძენისთვის დიდი თანხის გაღება მოუწევთ: “კლუბი აღნიშნავს, რომ როგორც გუნდის სხვა ფეხბურთლებს, მატს ჰუმელსაც არ გააჩნია გამოსყიდვის კონკრეტული თანხა.
კონტრაქტი კი მას ჩვენთან 2017 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.”