უჩა სოსიაშვილი – დინამო 2-ის მთავარი მწვრთნელი
დინამო თბილისის მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტი, 1989 წლის 26 ივლისს დაბადებული უჩა სოსიაშვილი იმუშავებს. მან თავისი სამწვრთნელო კარიერა 35–ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო და 2000 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდს თავკაცობდა. ორი წელი იმუშავა საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. წელიწადნახევრის მანძილზე ავაზას 1999 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდს ავარჯიშებდა. მიმდინარე სეზონის სტარტზე უჩა სოსიაშვილი სამტრედიის საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მისმა დამოძღვრილმა გუნდმა პირველ ლიგაში კარგი შედეგები აჩვენა, გუნდი პირველ ლიგაში მოწინავე პოზიციაზე იმყოფება. სამტრედიაში ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ უჩა სოსიაშვილი სათავეში დინამოს მეორე გუნდს ჩაუდგა სათავეში.
უჩა სოსიაშვილი – დინამოს მეორე გუნდი სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას 15 იანვარიდან დაიწყებს. თებერვალში შეკრებას სავარაუდოდ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გავივლით. გუნდში ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდება, ძირითადად ფეხბურთელებს დუბლშემადგენლობიდან დავაწინაურებთ, ამავდროულად მოვლენ სხვა კლუბებიდანაც და ვეცდებით მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ.