უჩვეულო ღონისძიება “ემპოლიში” — მჭედლიძეს ტატუ გაუკეთეს (ფოტოები)
იტალიის სერია A-ს ბინადარმა “ემპოლიმ” საკუთარ ბაზაზე უცნაური ღონისძიება მოაწყო. კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებისა და პერსონალისთვის ბაზაზე ტატუს ოსტატები მოიწვია. სვირინგის გაკეთება ლევან მჭედლიძემ და კლუბის კიდევ ორმა ფეხბურთელმა — სიმონე ვერდიმ და ლორენცო ტონელიმ გადაწყვიტეს.