uefa.com: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ათი გმირი
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოში გამართული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ათი გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორის მოხვდა გიორგი არაბიძეც.
“საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები გიორგი კოხრეიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს, მაგრამ თავისი დრიბლინგებითა და კარში დარტყმებით ყველაზე დიდი ყურადღება დონეცკის “შახტარის” თავდამსხმელმა გიორგი არაბიძემ მიიქცია. ის ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ გადამწყვეტ მატჩში ძალისხმევას არ იშურებდა, რომ საკუთარი გუნდი ნახევარფინალში გაეყვანა და მეტოქის კარში არანაკლებ რვაჯერ დაარტყა”, – ვკითხულობთ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.
აქვე ჩამოგვითვლით ტურნირის დანარჩენ ცხრა გმირს:
ეტიენ ამენიდო (თავდამსხმელი. გერმანია, “დორტმუნდი 2”)
ჯასტინ ბილოუ (მეკარე. ჰოლანდია, “ფეინოორდი”)
დიოგუ დალოტი (მცველი. პორტუგალია, “პორტუ”)
ვიქტორ გიოკერსი (თავდამსხმელი. შვედეთი, “ბრომაპოიკარნა”)
მეისონ მაუნტი (ნახევარმცველი. ინგლისი, “ჩელსი”)
რუი პედრუ (თავდამსხმელი. პორტუგალია, “პორტუ”)
გეორგი რუსევი (თავდამსხმელი. ბულგარეთი, “ელჩე იუვენილი”)
ონდრეი შაშინკა (თავდამსხმელი. ჩეხეთი, “ბანიკი”)
რაიან სესინიონი (მცველი. ინგლისი, “ფულემი”)