UEFA: ევროტურნირები მაყურებლის გარეშე და გადადებული 19-წლამდე ელიტ-რაუნდი

თარიღი: აგვისტო 7, 2020

6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს.

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შესახებ კი, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლების სეზონის ევრო ტურნირების წილისყრა 9 აგვისტოს გაიმართება. უეფას დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ წყვილის ვერცერთი გუნდი ვერ შეძლებს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მასპინძლობას, შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ასევე გადაიდო 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი, რომელიც სექტემბრის სანაკრებო შესვენების ნაცვლად ოქტომბერში გაიმართება. რაც შეეხება, 2021 წლის 17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპებს, შეხვედრები 2021 წლის გაზაფხულზე გადაიდო.

ეროვნული ნაკრების და 21-წლამდე ნაკრების მატჩების შესახებ უეფა კიდევ ერთ ონლაინ შეხვედრას 20 აგვისტომდე გამართავს. სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი უფრო მეტი დეტალი მოახლოებული სანაკრებო მატჩების შესახებ.

ვიდეო კონფრენციაზე უეფას წევრი ასოციაციების გენერალურმა მდივნებმა ასევე იმსჯელეს ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩებზე და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სექტემბრის სანაკრებო პაუზამ შესაძლოა 2021 წლის თებერვალში გადაინაცვლოს.

ვიდეო კონფერენციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

“დღევანდელი შეხვედრის ძირითადი თემა ევროტურნირები იყო. კვირას 9 აგვისტოს, მომდევნო სეზონის ევროტურნირების წილისყრა გაიმართება, სადაც ქართული გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნებს შორის გადაადგილება ჯერაც პრობლემურ საკითხად რჩება, აქედან გამომდინარე, უეფას გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმატჩიანი დაპირისპირებები იქნება. დღეს გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების გარდა ყველა სხვა შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კლუბებთან და შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ყველაფერს გააკეთეს იმისთვის, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში მატჩებს ღირსეულად ვუმასპინძლოთ. უეფამ ასევე გაგვაცნო ალტერნატიული გეგმა, იმ შემთხვევაში თუ წყვილიდან ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს შეხვედრის მასპინძლობას, მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. წარმოდგენილ იქნა ოთხი ქვეყნის ვარიანტი: საბერძნეთი, კვიპროსი, პოლონეთი და უნგრეთი.

ფეხხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გავმართავს შეხვედრას ევროტურნირების მონაწილე ქართული კლუბების წარმომადგენლებთან და ერთობლივი ძალებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მატჩების საქართველოში მასპინძლობის შესაძლებლობა მოიპოვოს.

დღევანდელი მდგომარეობით ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდე ნაკრების განრიგი უცვლელი რჩება, თუმცა 20 აგვისტომდე უეფას ორგანიზებით კიდევ ერთი ვიდეო კონფერენცია გაიმართება, სადაც ყველა ის დეტალი გაირკვევა თუ რა პირობებში მოგვიწევს ამ მატჩების ჩატარება.”

GFF



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლადო დვალიშვილი: “ხვიჩას “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გახდომა

“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა იტალიურ გამოცემა spazionapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიგიჟე ბულგარეთში – კლუბის პრეზიდენტი მოედანზე შეიჭრა და პენალტის დამრტყმელი შეცვალა

21 მაისს, ბულგარეთის ჩემპიონატის გასავარდნი ზონის ბოლო ტურში, “ცარკო სელომ” საკუთარ მოედანზე სოფიის “ლოკომოტივი” მიიღო [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქელთაძემ ყველას დაასწრო – ნაკრები 11 ფეხბურთელით შეიკრიბა

24 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი იყო ქეცბაიას წლიური ანაზღაურება საქართველოს ნაკრებში?

თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 5-წლის განმავლობაში წვრთნიდა და 2014 წელს დატოვა. შემდეგ იყო “აპოელი”, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსია” მამარდაშვილს “აკრძალულ” თანხას ადებს – პირველი მე

ამ კვირაში “ვალენსიას” ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი ენილ მარტი და მფლობელი პიტერ სლიმი ერთმანეთს სინგაპურში შეხვდებიან და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერია A-ს საუკეთესო მცველი იტალიის მოქალაქეობის მიღებას აპირებს

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, “ტორინოს” ცენტრალური მცველი გლეისონ ბრემერი იტალიის მოქალაქეობის მიღებას აპირებს. წყაროს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუმამ კატაზე ძალადობა აღიარა

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” მცველი კურტ ზუმა ცხოველის მიმართ გამოვლენილი ძალადობის გამო, შესაძლოა, მკაცრად დაისაჯოს. თებერვლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ნაგავია” – სკანდალური წარწერა “ბიბისი&

გაერთიანებული სამეფოს სამაუწყებლო კორპორაცია “ბიბისი” სკანდალში გაეხვა. დილის ეთერის დროს მორბენალი სტრიქონის სახით გავიდა წარწერა: [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა მბაპეზე: “შაბათს ფინალს ვთამაშობთ და ასეთ პატარა რაღაცებზე საუბრის დრო არაა&

მადრიდის “რეალის” ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ინტერვიუ მისცა და კილიან მბაპეზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ეროვნული გუნდების ახალი იდენტობა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების ახალ ეტაპს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსიაში” მამარდაშვილის ბედი ამ კვირაში გადაწყდება – ბოსები

“ვალენსიას” პრეზიდენტი ენილ მარტი ამ კვირაში სინგაპურში გაფრინდება, სადაც გუნდის მფლობელ პიტერ ლიმს შეხვდება. მარტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შეთანხმება “რუბინთან”, მაგრამ – 24 მილიონი ბათუმის “დინამოს”

“რუბინმა” კვარაცხელიას კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუწყვიტა და კვარა დროებით ბათუმის “დინამოში” თამაშობს. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზაზა ჯანაშია: “UEFA რაღაც დებილობას რომ წერს, რა ქვია მაგას?”

საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის “დინამოს” პრეზიდენტმა ზაზა ჯანაშიამ “ფორმულასთან” ინტერვიუში დისკვალიფიკაციის შემდეგ ასეთი რამ განცხა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაუგზავნეთ მესიჯი ჰაკანს!” – ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჩალჰანოღლუს დასცინა (

22 მაისს, “მილანმა” სერია A-ს ბოლო ტურში “სასუოლო” სტუმრად 0:3 დაამარცხა და იტალიის ჩემპიონი კლუბის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპემ “რეალის” ფანებს მიმართა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ მადრიდის “რეალის” ფანებს მიმართა და აუხსნა მათ, თუ რატომ ამჯობინა […]...
წაკითხვა