UEFA GROW სამიტი დასრულდა

თარიღი: მარტი 2, 2017

უეფას სამიტი, რომელსაც 1-2 მარტს თბილისმა უმასპინძლა და რომლის მთავარი თემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფეხბურთის მასობრიობის განვითარება იყო, დღეს დასრულდა.

სამიტი უეფას ისტორიაში პირველად ჩატარდა და მასში საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის, შვედეთისა და ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამიტის მეორე დღეს მონაწილეებმა ქალთა ფეხბურთის მასობრიობის განვითარებაზე იმსჯელეს და ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდისათვის საგანმანათლებლო პროექტების აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სამიტის დასასრულს სამუშაო პროცესი უეფას ეროვნული ასოციაციების ხელმძღვანელმა ზორან ლაკოვიჩმა შეაფასა: „უპირველესად მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შესანიშნავად შესრულებული სამუშაოსთვის, ნამდვილად არ არის ადვილი ღირსეულად უმასპინძლო ასეთ მნიშვნელოვან სამიტს. ამ ორი დღის განმავლობაში მათ ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ და მინდა პროფესიონალიზმისათვის მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს. ეს ჩვენი პირველი სამიტია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო უეფასთვის, ჩვენ ავირჩიეთ საქართველო, როგორც მასპინძელი და ამან ნამდვილად გაამართლა. ჩვენი გეგმაა, გავაგრძელოთ ასე მუშაობა და ერთად შევიკრიბოთ მასობრიობის განვითარებისათვის აუცილებელი ნაბიჯების განსასაზღვრად.“

მუშაობის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება UEFA GROW პროგრამის ხელმძღვანელმა ნოელ მუნიმ: „უეფა კმაყოფილია თბილისში 2-დღიანი მუშაობით, ჩვენ ძალიან ნაყოფიერი მსჯელობა გვქონდა. აღმოსავლეთ ევროპა ფეხბურთის მასობრიობის განვითარების მიმართულებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც ამ მიმართულებით არსებობს. ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და მეტი ადამიანი ჩავრთოთ ფეხბურთში. ახლა უკვე ზუსტად ვიცით რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ და როგორც კი დავბრუნდებით უეფაში, კონკრეტულ გეგმაზე დავიწყებთ მუშაობას,“- განაცხადა მან.

სამიტის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა უეფას გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ სამიტს ვუმასპინძლეთ. ეს კიდევ ერთი დაფასებაა, იმ პროექტებისა, რაც 2016 წლის განმავლობაში ჩატარდა. ჩვენ სამიტზე წარვადგინეთ არამხოლოდ ის პროგრამები, რაც უკვე განხორციელდა, არამედ სამომავლო ხედვაც. სამიტზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ფეხბურთი არ არის რომელიმე კლუბის ან ნაკრების წარმატება, ფეხბურთის წარმატება ჩართული ადამიანების რიცხვით განისაზღვრება. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, როგორც იცით, 2016 წელს 7000-ით გაიზარდა რეგისტრირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა და გრძელვადიანი პროექტების საშუალებით ეს რიცხვი წლიდან წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება,“- განაცხადა დავით მუჯირმა.

 

წყარო Gff.Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორები იქნებოდნენ ქართველი ფეხბურთელები, წონაში რომ მოემატათ? (ფოტო)

წარმოგიდგენთ სახალისო ფოტოებს, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორები იქნებოდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, წონაში რომ მოემატათ, FaceAPP-ის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯაბა კანკავა საფრანგეთში ბრუნდება?

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანაკვა საფრანგეთში დაბრუნდეს. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დრაქსლერი თავის ახალ კლუბს მარტში დაასახელებს

“პარი სენ-ჟერმენის” გერმანელი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი, კონტრაქტის ვადის სრულად ამოწურვამდე პარიზული გრანდის დატოვებას არ აპირებს. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად ესპანეთისა და კატალონიის ხელისუფლების მიერ მიღებული პრევენციული ზომების გამო “ბარსელონას” საპრეზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ “ბარსელონას” დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

ესპანეთის სუპერთასის ფინალურ მატჩში ლეო მესის მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა

“პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბის არგენტინელ თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს, კორონავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაოლო მალდინიმ მანჯუკიჩი შეითანხმა

იტალიური გამოცემა “კორიერე დელა სერა” წერს, რომ “მილანის” ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩთან [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ვამარა სანოგო ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია

ბათუმის “დინამომ” ფრანგი თავდამსხმელი, ვამარა სანოგო დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელი საქართველოში იმყოფება, მან სამედიცინო შემოწმება […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარსელინიო: “რეალის” დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა”

ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინიომ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის “რეალის” დამარცხების (1:2) ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანმა “ატლეტიკთან” მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

მადრიდის “რეალი” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩში ბილბაოს “ატლეტიკთან” დამარცხდა (1:2). მატჩის შემდეგ ზინედი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინტიმური მასალის გამოქვეყნების შემდეგ დროგბას მეუღლე დაშორდა

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი დიდიე დროგბა მეუღლეს, ლალა დიაკატეს დაშორდა. კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ “ლაციო” რომას” დაამარცხებს, გავშიშვლდები” – იტალიე

იტალიელი მოდელი და მსახიობი ანა ფალკი პირობას დებს, რომ თუ 15 იანვარს “ლაციო” “რომას” დაამარცხებს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 იანვარი

“მილანი” მანჯუკიჩის წარმომადგენლებს ხვდება იტალიური გამოცემები ადასტურებენ ინფორმაციას “მილანსა” და მარიო მანჯუკიჩის წარმომადგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზირებულია

იტალიის ექს პრემიერ-მინისტრი და “მილანის” ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი, რომელიც დღესდღეობით სერია B-ს ბინადარ “მონცას” [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოდრიჩი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

მადრიდის “რეალის” ნახევარდაცვის ხორვატი ლიდერი, ლუკა მოდრიჩი, პრესასთან საუბრისას საკუთარ მომავალზე აკეთებს კომენტარს. როგორც იცით, [&hell...
წაკითხვა