უელბეკი გოლების რაოდენობით უკმაყოფილოა
თავდამსხმელი დანი უელბეკი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში სტატისტიკას გამოასწორებს. შემტევი “არსენალში” “მანჩესტერიდან” გადავიდა, თუმცა გუნდში მთავარ ფორვარდად ჩამოყალიბება ვერ შეძლო და 27 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.
“მიმდინარე სეზონი ჩემთვის გარდამავალია. ახალი კლუბი, ქალაქი, მწვრთნელი. გოლები რაოდენობით რა თქმა უნდა უკმაყოფილო ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში სიტუაციას გამოვასწორებ. საერთო ჯამში “არსენალში” გადმოსვლით კმაყოფილი ვარ” – განაცხადა უელბეკმა.