უელბეკის ამბავი ჯერ არ გარკვეულა
ლუი ვან გალმა ისაუბრა დენი უელბეკის ტრავმის შესახებ და განაცხადა, რომ მთელი სამწვრთნელო შტაბი 23 წლის ფორვარდის შედეგებს ელოდება.
“მას ჰქონდა მცირეოდენი პრობლემები მატჩის წინ, მაგრამ დენიმ გვითხრა, რომ ის თამაშისთვის მზად იყო. თამაშის დროს მას ისევ შეექმნა პრობლემა. ასე, რომ დაველოდებით ხვალინდელ დღეს, რათა ექიმმა დაზუსტებით გვითხრას თუ რაშია საქმე”. – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
ვან გალმა ასევე შეაქო ხავიერ ერნანდესი, რომელიც მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე, შექმნა რამოდენიმე სახიფათო მომენტი და საბოლოოდ გოლის გატანაც მოახერხა.
“მან მოედანზე გამოსვლისთანავე ალღო აუღო თამაშს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შეცვლაზე გამოდიხარ. მან ასევე გაიტანა კარგი გოლიც, რომლის ორგანიზატორებიც შინჯი კაგავა და დარენ ფლეტჩერი იყვნენ”. – დაასრულა “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/