უელბეკმა ანრის და ბენდტნერის მიღწევა გაიმეორა
უეფას ჩემპონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის II ტურში ლონდონის “არსენალმა” თურქული “გალათასარაი” ანგარიშით 4:1 გაანადგურა.
“მეთოფეთა” ახალწვეულმა დანი უელბეკმა აღნიშნულ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და “არსენალის” მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჰეთ-თრიკი გაახერხა. მანამდე ამ წარმატებას “არსენალის” რიგებიდან ტიერი ანრიმ და ნიკლას ბენდტნერმა მაღწიეს.