უელსელი სტუდენტები, რომლებიც კვირაში ორჯერ ვარჯიშობდნენ, ევროპა ლიგაზე ითამაშებენ

თარიღი: მაისი 23, 2019

მართალია, ბევრი თქვენგანისთვის სეზონის მთავარი მოულოდნელობა ამსტერდამული “აიაქსის” ელეგანტური ფეხბურთის წარმატებაა, თუმცა გირჩევთ ამ ვარიანტზეც იფიქროთ – უელსელი სტუდენტების გუნდი, რომელშიც ერთი მწყემსიც ირიცხება, ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

საქმე “კარდიფ მეტ უნივერსიტეტს” ეხება, რომელიც უელსის ქალაქ კარდიფში მდებარეობს და 11 ათასზე მეტ სტუდენტს ემსახურება. ამ უნივერსიტეტში ძირითადად ხელოვნები და სპორტული მენეჯმენტით დაინტერესებული სტუდენტები სწავლობენ.

“კარდიფ მეტს” სტუდენტებთან ერთად ლექტორებიც უძღვებიან. ფეხბურთელთა უმეტესობა წარმოშობით უელსელია, თუმცა გამონაკლისის სახით გვევლინება ერთი ინგლისელი და ერთი ფინელი მოთამაშე. ფეხბურთელების საშუალო ასაკი 21-22 წელი გახლავთ.

ფეხბურთელები საკუთარ თავს ნახევრად პროფესიონალებად მოიხსენიებენ. ისინი უნივერსიტეტის მოედანზე კვირაში ორჯერ ვარჯიშობენ: ორშაბათობით და სამშაბათობით. “კარდიფ მეტი” 1620-კაციანი ტრიბუნების ფონზე ასპარეზობს, რომლის მეოთხედიც ძლივს ივსება. კლუბი 1964 წლიდან ფუნქციონირებს და სამჯერ აქვს მოგებული უელსის თასი.

“სპორტისა და ფიზიკური აღზრდის” განხრით ვსწავლობ და ლექტორებმა იციან ჩვენი გუნდის შესახებ. გაცდენებს მანამ არ იმჩნევენ, სანამ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ გახდება,” – ხუმრობს გუნდის მარჯვენა მცველი დილან რიზი.

გადამწყვეტ მატჩში “კარდიფი” “ბალას” დაუპირისპირდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. თერთმეტმეტრიანების გმირი “კარდიფელთა” მეკარე აღმოჩნდა, რომელიც გუნდში მაშინ ჩაეწერა, როდესაც ჯერ კიდევ მეოთხე დივიზიონში თამაშობდნენ – უილ ფულერმა სამი პენალტი აიღო!

მნიშვნელოვანი ფაქტი – როგორც გუნდის მეკარე და კაპიტანი ადასტურებენ, უნივერსიტეტი მოთამაშეებს ფულს არ უხდის და ისინი მხოლოდ სპორტისადმი სიყვარულის გამო თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტის” ტოვებს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ განაცხადა, რომ 2019-20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბს დატოვებს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი შემადგენლობით ეთამაშა “ტორპედო” ბათუმის “დინამოს”?

ქუთაისის “ტორპედო” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე პრაქტიკულად იცლება ფეხბურთელებისგან. სეზონის დაწყებიდან გუნდი მერაბ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივის” სერია ჩემპიონმაც ვერ შეაჩერა, ბათუმმა “დაშლილ” ̶

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის პირველ შეხვედრაში თბილისური დერბი “ლოკომოტივმა” მოიგო. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ირაკლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 25 ივნისი

ნეიმარმა “ბარსელონასთან” 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი, მოუთმენლად ელის...
წაკითხვა
ფეხბურთი

თეთრაძე ანტისაოკუპაციო მაისურებზე: “ფეხბურთელები ამას თავისი ნებით არ გააკეთებდნენ&#

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი, ომარ თეთრაძე, საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებსა და ქართული კლუბების პოზიციას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” ნაბილ ფეკირის ტრანსფერს უახლოვდება

იტალიური და ფრანგული წყაროები ადასტურებენ ცნობებს, რომლის თანახმადაც “მილანის” ხელმძღვანელები მზად არიან, ნაბილ ფეკირის ტრანსფერი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მანე: “მზად ვარ ჩემპიონთა ლიგის ტიტული აფრიკის ერთა თასის ჩემპიონობაში გავცვალო̶

“ლივერპულის” სენეგალელი თავდამსხმელი, სადიო მანე აღიარებს, რომ მისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მეტად მნიშვნელოვანია აფრიკის ერთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერარდი: “რეინჯერსში” ბედნიერი ვარ და “ლივერპული” მენატრება”

გლაზგოს “რეინჯერსის” მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ შოტლანდიურ გუნდში მუშაობით ბედნიერია და იქვე დაამატა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ახრიკ ცვეიბა: “ქართველი ფეხბურთელების საქციელი ამაზრზენია”

საბჭოთა კავშირის, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებების ყოფილმა წევრმა, ახრიკ ცვეიბამ ქართული კლუბებისა და ფეხბურთელების მიერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა: მე-19 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის Fanebi.com-ის სიმბოლურ ნაკრებში ქუთაისის “ტორპედოს” 4 ფეხბურთელი მოხვდა. გუნდი, რომელიც, შესაძლოა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან გაალი მესის აკრიტიკებს: “ისაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც “ბარსელონაში”

ცნობილმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი გააკრიტიკა. ჰოლანდიელი სპეციალისტი ამბობს, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩილეს ნაკრების ფეხბურთელმა მოედანზე შეჭრილი ფანი წააქცია (ვიდეო)

25 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ურუგვაის ნაკრებმა ჩილე 1:0 დაამარცხა. მატჩის პირველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუარესი მეკარეზე ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდა (ვიდეო)

25 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ურუგვაიმ ჩილე კავანის გოლის წყალობით, 1:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” და “ინტერმა” შესაძლოა ნახევარმცველები გაცვალონ

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს დანიშვნისთანავე გაჩნდა ინფორმაცია, რომ რაჯა ნაინგოლანი გუნდს დატოვებს. [&hellip...
წაკითხვა