უელსის კარში გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ სტარიჯმა პრესასთან კომენტარი გააკეთა
უელსის ეროვნული ნაკრების დამარცხების (2-1) და ჯგუფიდან გასვლისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯის შემდეგ დანიელ სტარიჯმა პრესასთან კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ სწორედ “ლივერპულის” ფორვარდმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი ამ მატჩში.
“დიდებული გრძნობაა. დაუჯერებელია. მადლობელი ვარ თავკაცის, რომელმაც შანსი მომცა და ღმერთის, რომელმაც გოლის გატანის შესაძლებლობა მომცა. ბრწყინვალე გრძნობაა.
ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი, არავის უნდოდა, რომ ასე ემოციურად გვემოქმედა, თუმცა ამ ორი ქვეყნის ერთად ყოფნა და გარშემო არსებული ატმოსფერო ამის საშუალებას არ გვაძლევდა.
კმაყოფილი ვარ, რომ ბიჭებს ამ მატჩის მოგებაში დავეხმარე. სპეციალურად ამ მატჩისთვის აქ ჩემი ძმა და ბიძაშვილი ჩამოვიდა. კარგია, რომ მათ ასეთი გამოცდილება მიიღეს.” – განაცხადა სტარიჯმა.
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ინგლისისა და უელსის ნაკრებები B ჯგუფში, სლოვაკებთან და რუსებთან ერთად იმყოფებიან. ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ ჯგუფს ინგლისი ლიდერობს 4 ქულით, უელსსა და სლოვაკეთს 3 ქულა აქვთ, ხოლო რუსეთს – 1.