უელსის ნაკრებმა სლოვაკეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
11 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს უელსისა და სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე გარეტ ბეილმა გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა. სლოვაკებმა 61-ე წუთზე წონასწორობა შეცვლაზე შემოსული დუდას გოლით აღადგინეს. საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე უელსელთა თავდამსხმელმა, რობსონ-კანუმ დააფიქსირა – 2:1.
უელსი – სლოვაკეთი 2:1
გოლები: ბეილი 10′, რობსონ კანუ 81′ – დუდა 61′
გაფრთხილებები: ჰროშოვსკი 31′, მაკი 78′, ვაისი 80′, კუცკა 83′, შკრტელი 93′.
უელსი: უარდი, გუნტერი, ტეილორი, უილიამსი, ჩესტერი, დევისი, ბეილი, ედუარდსი (ლედლი 69′), ალენი, რემსი, ჯ. უილიამსი (რობსონ-კანუ 71′).
სლოვაკეთი: კოზაჩიკი, შკრტელი, პეკარიკი, დურიცა, შვენტო, ჰამშიკი, კუცკა, ჰროშოვსკი (დუდა 60′), დურიში (ნემეცი 60′), ვაისი, მაკი.