უელსისთვის საინტერესო ოთხი ბორჯღალოსანი

თარიღი: ოქტომბერი 14, 2015

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასასრულს, ერთ-ერთმა უელსურმა გამოცემამ www.walesonline.co.uk, მსოფლიო თასზე მოასპარეზე 15 საინტერესო მორაგბე გამოარჩია, რომლებიც მათი აზრით უელსური კლუბების სელექტორთა სამიზნე უნდა გახდნენ.

15-ეულიში 4 ბორჯღალოსანია – მესამე ადგილზე ბორჯღალოსანთა მეორეხაზელი გიორგი ნემსაძეა, რომელმაც მსოფლიო თასზე უკვე მეორედ იასპარეზა. მეხუთეზე ბექა წიკლაურია, რომელმაც მსოფლიო თასზე სადებიუტო შანსი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში გამოიყენა და ისტორიული ლელოთი მსოფლიოს თავი გააცნო. მეცხრე ადგილზე ჩვენი შუამარბი დავით კაჭარავა წარადგინეს, რომელიც მიმდინარე მსოფლიო თასის ოთხივე მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მეთერთმეტე ადგილს კი 29 წლის 10 ნომერი ლაშა მალაღურაძე იკავებს.

სტატიის მიხედვით

გიორგი ნემსაძე

30 წლის გიგანტ მეორეხაზელს, რომელიც ხშირად მესამე ხაზშიც თამაშობს, ავტორი მას ქართული რაგბის ‘პიტერ პენად’ ასახელებს. ტონგას წინააღმდეგ ჯგუფის პირველ მატჩში 23 ბოჭვით ნემსაძემ კუნძულელებს კარგად დაამახსოვრა თავი. 2007 წლიდან საფრანგეთში აგრძელებს სარაგბო კარიერას, მაგრამ ტოპ 14-ში არასდროს უასპარეზია. 2012 წლიდან პრო დე 2-ის კლუბ ტარბსში თამაშობს, სადაც გასული სამი სეზონის განმავლობაში 53 კეპი აქვს მოხვეჭილი.

ბექა წიკლაური

26 წლის ფულბეკი რაგბის თამაშში მშობლიურ კლუბ ‘ლოკომოტივში’ გაიწვრთნა. წიკლაურმა მიმდინარე მსოფლიო თასზე თავისი სადებიუტო შანსი კარგად გამოიყენა და ‘ოლ ბლექსის’ წინააღმდეგ ბორჯღალოსნების ისტორიული ლელოს ავტორი გახდა. სანამ ბექა ლოკომოტივს დაუბრუნდებოდა, პოლონეთის ერთ-ერთ სარაგბო კლუბშიც ასპარეზობდა. დღეის მდგომარეობით ნაკრებში მოხვეჭილი მისი 21 კეპი ბორჯღალოსნების უკანა ხაზის ყველა პოზიციას ითვლის.

დავით კაჭარავა

ახალზელანდიელი სმიტები სწორედ ის ორი მოწინააღმდეგე იყო, რომლებიც ბორჯღალოსნებთან მატჩის შემდეგ, კაჭარავას ბოჭვებით მიყენებული ზიანით „ფრთებმოტეხილნი“ გამოვიდნენ მოედნიდან. ბორჯღალოსანთა შუამარბმა ‘ოლ ბლექსს’ მიყენებული ტრავმებით საკმაოდ ‘ცუდად’ დაამახსოვრა თავი.

2006 წლიდან მოყოლებული კაჭარავას სანაკრებო მონაგარი 87 კეპს შეადგენს, რასაც უფრო ადრე ფრანგული კლუბებში ასპარეზობაც ემატება. ამჯერად კი რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ კლუბ კრასნოიარსკის ენისეში თამაშობს.

ლაშა მალაღურაძე

მალაღურაძე ბორჯღალოსანთა უკანა ხაზის მთავარი საყრდენია, რომელმაც 10 ნომრის პოზიციაზე თამაში ძირითადად საფრანგეთში, ბეზიეში შეისწავლა, სადაც 3 სეზონი გაატარა და მოგვიანებით რონში გადავიდა. ამჟამად ბანიერში თამაშობს. საკუთარი ქვეყნის სახელით 61-ჯერ გამოსულა სტადიონზე, როგორც შუამარბის ისე, მგეზავის პოზიციაზე. მსოფლიო თასზე წელს მეორედ იასპარეზა და ტურნირის ისტორიაში დადებული ლელოების არც-ერთი გარდასახვა არ აუცდენია.

RUGBY.GE



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა