„უემბლიზე“ რონალდუზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგება
9 ნოემბერს ლონდონის სტადიონ „უემბლიზე“ მადრიდის „რეალისა„ და პორტუგალიის ნაკრების კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგება, რის შესახებაც AS-ი წერს.
ფილმი მაყურებელს ფეხბურთელის ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. პრემიერას თავად ფეხბურთელი დაესწრება.
„ამ ფილმის დახმარებით, მსურს, გიჩვენოთ, სინამდვილეში როგორი ვარ. მინდა, რომ გულშემატკვირებს ჩემ შესახებ ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ. ვფიქრობ, ხალხს ის მოეწონება, რადგან მასში მოთხრობილი ყველა ისტორია სინამდვილეს შეესაბამება“, – განაცხადა თავად რონალდუმ.