უეფა 2021 წლიდან მესამე საკლუბო ტურნირის დანერგვას აპირებს

თარიღი: აგვისტო 31, 2018

უეფა 2021 წელს კიდევ ერთი საკლუბო ტურნირის დანერგვას აპირებს. გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ ახალი ჩემპიონატი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ერთგვარი შემავსებელი ტურნირი იქნება.

გამოცემის თანახმად, ევროპის ლიგაზე მონაწილე გუნდთა რაოდენობა 48-დან 32-მდე შემცირდება. ეს 16 გუნდი ახალ ტურნირზე ითამაშებს და მათ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ კიდევ 16 კლუბი დაემატება, თუმცა შესარჩევი რაუნდის კრიტერიუმები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ უეფა 1999 წლამდე მესამე საკლუბო ჩემპიონატად თასების მფლობელთა თასის ტურნირს ატარებდა, რომელშიც თავიანთი ქვეყნების სათასო ტურნირების გამარჯვებული გუნდები მონაწილეობდნენ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული 1981 წლის 13 მაისს თბილისის “დინამო” გახდა.

მსგავსი სიახლეები