უეფა ესპანეთში რასიზმთან დაკავშირებულ ფაქტებს ეხმაურება
უეფა-ს პრეზიდენტის მიშელ პლატინის ადმინისტრაცია რასიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებს გამოეხმაურა, რომელიც ბოლო დროს ესპანეთში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ „ვილიარეალის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა „ბარსელონას“ მცველს დანიელ ალვეშს ბანანი ესროლა. გარდა ამისა, გუშინ „ლევანტეს“ ნახევარმცველმა პაპაკული დიომმა განაცხადა, რომ „ატლეტიკოს“ ფანები მას მაიმუნს უწოდებდნენ.
„უეფა და პირადად პრეზიდენტი პლატინი დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას ეწინააღმდეგებიან, მათ შორის ესპანეთში მომხდარ ფაქტებსაც.
უეფა-ს ამისთვის მკაცრი კანონები და სანქციები აქვს დაწესებული. ეს ყველა ტურნირს ეხება, რომელიც ჩვენი ეგიდით იმართება.
იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტი ჩვენს იურისდიქციაში არ შედის, კომპეტენტური ორგანოების სამართლიან გადაწყვეტილებას მხარს ვდაუჭერთ“, – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.
ალექსანდრე მატევოსოვი