უეფა ევრო-2020-ის დეკემბერში ჩატარების ვარიანტს განიხილავს

თარიღი: მარტი 15, 2020

ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იუწყება, რომ უეფა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დეკემბერში ჩატარების ვარიანტს განიხილავს. ასეთი გადაწყვეტილება ყველა წამყვანი ჩემპიონატის სრულყოფილად ჩამთავრების საშუალებას იძლევა.

მანამდე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელმა ეველინ კრისტილინმა განაცხადა, რომ ევრო-2020 შესაძლოა მომდევნო წელს გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ კოროვირუსული პანდემიის გამო ევროპის წამყვანი ხუთივე ეროვნული ლიგა შეჩერებულია. დღევანდელი გრაფიკის მიხედვით, ევრო-2020 12 ივნისიდან 12 ივლისამდე, ევროპის 12 ქალაქში უნდა ჩატარდეს.



მსგავსი სიახლეები