უეფა კარვახალის აუტის ეპიზოდს შეისწავლის (ვიდეო)
21 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშეაში “აპოელსა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში (0:6), მადრიდელთა მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა მატჩის 90-ე წუთზე აუტის ჩაწოდების დროს, დროის გაყვანის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.
კარვახალისთვის “აპოელთან” მიღებული ყვითელი ბარათი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში რიგით მესამე იყო. შესაბამისად, ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ამავდროულად, დიდი შანსია, “სამეფო კლუბის” ფეხბურთელს ტურნირის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში თამაშის საშუალებაც არ მიეცეს.
როგორც იცით, “რეალს” მერვედფინალის საგზური მოპოვებული აქვს, ამიტომ არ არის გამორიცხული, მან “აპოელთან” ყვითელი ბარათი მიზანმიმართულად მიიღო. ამის გამო, უეფა ეპიზოდს შეისწავლის და თუ დატმკიცდება, რომ კარვახალმა გაფრთხილება მართლაც მიზანმიმართულად მიიღო, მაშინ მას ზედიზედ ორი მატჩის გამოტოვება მოუწეს.