უეფამ ანდრე ონანას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა
ამსტერდამის “აიაქსის” ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, ანდრე ონანას 12-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, უეფამ 2020 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარებული შემოწმების შედეგად კამერუნელი ფეხბურთელის სისხლში აკრძალული ნივთიერებები აღმოაჩინა.
ზემოხსენებული დიკსვალიფიკაციის ათვლა დღეიდან, 5 თებერვლიდან, იწყება და ყველა საფეხბურთო ღონისძიებას ეხება.
“30 ოქტომბერს ონანა თავს ცუდად გრძნობდა. დისკომფორტის მოსახსნელად მან აბი მიიღო. გაურკვეველია როგორ, თუმცა მან პრეპარატი (Lasimac) მიიღო, რომელიც მისი მეუღლისთვის იყო გამოწერილი.
დაბნეულობამ ონანას შეცდომით თავისი მეუღლის მედიკამენტი მიაღებინა, რამაც უეფას მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება გამოიწვია. დისციპლინარულმა კომიტეტის ცნობაშიც აღნიშნულია, რომ ეს განძრახ არ გაუკეთებია. თუმცა წესების მიხედვით, მიუხედავად მოტივისა, ის უნდა დაისაჯოს,” – ვკითხულობთ “აიაქსის” განცხადებაში.