უეფამ “ევერტონი” 30 000 ევროთი დააჯარიმა
უეფას მიერ სპეციალურად შექმნილმა დისციპლინარულმა კომიტეტმა საფუძვლიანად გამოიკვლია “ევერტონსა” და “ლიონს” შორის გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტი და მასპინძელი გუნდი 30 000 ევროთი დააჯარიმა.
როგორც იცით, საქმე ევროპა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩს ეხება, რომელიც 19 ოქტომბრით თარიღდება. ამ მატჩში მცირე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომელშიც მონაწილეობა ერთმა ფანმაც მიიღო.
ფოტო და ვიდეომასალაზე ნათლად ჩანს, როგორ ურტყამს გულშემატკივარი, რომელსაც ცალ ხელში ბავშვი ეჭირა, “ლიონის” მეკარეს.
მიუხედავად იმისა, რომ უეფას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ამ ფანის იდენტიფიცირებისთვის, კომიტეტმა თავისი სამუშაო შეასრულა და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა.