უეფამ ევროთასების ფორმატში ცვლილებები შეიტანა

თარიღი: თებერვალი 28, 2018

უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფორმატში ცვლილებები შეიტანა.

ახალი სქემის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირი გზით 26 კლუბი მოხვდება, დანარჩენი ექვსი გუნდი კი ტურნირზე ასპარეზობის უფლებას საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით მოიპოვებს.

პირდაპირი გზით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურები გადაეცემათ:

  • ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულებს;
  • უეფას საკლუბო რეიტინგის ოთხი ლიდერი ქვეყნის ოთხ-ოთხ კლუბს (ამ დროისთვის – ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია);
  • უეფას საკლუბო რეიტინგის მეექვსე და მეშვიდეადგილოსანი ქვეყნების ორ-ორ კლუბს (ამ დროისთვის – საფრანგეთი, რუსეთი);
  • უეფას საკლუბო რეიტინგის მე-7, მე-8, მე-9, მე-10-ადგილოსანი ქვეყნების ჩემპიონებს (ამ დროისთვის – პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, თურქეთი).

თუ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით მოიპოვებს, გამოთავისუფლებული ადგილი დაეთმობა უეფას საკლუბო რეიტინგის მე-11-ადგილოსანი ქვეყნის ჩემპიონს (ამ დროისთვის – ჩეხეთი).

თუ ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონი ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით მოიპოვებს, გამოთავისუფლებული ადგილი დაეთმობა უეფას საკლუბო რეიტინგის მეხუთეადგილოსანი ქვეყნის მესამეადგილოსან კლუბს (ამ დროისთვის – საფრანგეთი).

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირი გზით 27 კლუბი მოხვდება, დანარჩენი 21 გუნდი კი ტურნირზე ასპარეზობის უფლებას საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით მოიპოვებს.

პირდაპირი გზით ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურები გადაეცემათ:

  • უეფას საკლუბო რეიტინგის ხუთი ლიდერი ქვეყნის ორ-ორ კლუბს (ამ დროისთვის – ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი);
  • უეფას საკლუბო რეიტინგის მე-6—მე-12 ქვეყნების თითო-თითო კლუბს (ამ დროისთვის – რუსეთი, პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია);
  • ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ეტაპებიდან გამოვარდილ ათ კლუბს.

აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2018-2019 წლების სეზონიდან შევა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ყველაზე დაუფასებელი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მოსკოვის “დინამოს” მცველები

თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” 2-1 დაამარცხა და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა. გამარჯვებაში უდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მინდორი საშინელ მდგომარეობაში იყო, სად არის უეფა?” – რუსი დეპუტატი

რუსეთის დუმის დეპუტატმა, იგორ ლებედებმა თბილისის “ლოკომოტივსა” და მოსკოვის “დინამოს” შორის გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას წერენ რუსი გულშემატკივრები “ლოკომოტივთან” მარცხის შემდეგ?

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალურ ეტაპზე გია ჭიაბრიშვილის “ლოკომოტივმა” წყვილის ფავორიტად შერაცხული მოსკოვის “ლოკომო...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ჭიაბრიშვილი: “დავფიქრდები ამ საკითხზე, მაგრამ…”

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მოსკოვის “დინამოსთან” 2-1 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

გონსალო იგუაინმა “იუვენტუსი” დატოვა

არგენტინელმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ტურინის “იუვენტუსი” დატოვა. მხარეებმა შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრეტენდენტები დასახელდნენ

ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც სხვადასხვა პოზიციების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის სამი პრეტენდენტი დასახელდა

უეფამ ის სამი პრეტენდენტი დაასახელა, რომლებიც ევროპის ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივი” – მოსკოვის “დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” მოსკოვის “დინამოს” უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, თუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანს ოფიციალურ მატჩებში “ბარსელონას” გაწვრთნის უფლება არ აქვს

კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს ოფიციალურ მატჩებში გუნდის გაწვრთნის უფლება ჯერ კიდევ არ აქვს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ქონას ქი ნომედსის” სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” სტუმრად “ქონას ქი ნომედსს” დაუპირისპირდება. მატჩისწინა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანს სუარესის შემცვლელად “ბარსელონაში” ლუკაკუს მიყვანა სურდა

“ბარსელონას” ახალდანიშნულ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს კატალონიური გუნდის ბანაკში რომელუ ლუკაკუს ხილვა სურდა. ნიდერლანდელი სპეციალისტის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი დისკვალიფიცირებულია

საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ლიგა 1-ის მესამე ტურში “პარი სენ-ჟერმენსა” და “მარსელს” შორის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

10 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი FIFA 21-ში

EA Sports-მა კომპიუტერული თამაშის, FIFA 21-ის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ თამაშის ახალ ვერსიაში […]...
წაკითხვა