უეფამ ფინანსური ფეარ-პლეის წესები გაამკაცრა
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ფინანსური ფეარ-პლეის წესების ახალი ვერსია დაამტკიცა, რომელიც კლუბების ფინანსურ ოპერაციებს მეტ გამჭრივალობას სძენს.
“სანამ უეფას პრეზიდენტი ვარ, აქ არ იქნება იმათი ადგილი, ვინც ეგოისტური მოტივებით მოქმედებს. ფული ფეხბურთს არ მართავს. დღეს არსებული მოდელი უნდა დავაფასოთ. ფეხბურთი არ იყიდება. არავის მივცემ უფლებას, რომ ფეხბურთი შეუბრალებელი მერკანტილიზმის მსხვერპლად აქციოს”, – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინიმ.
ახალი რედაქციით, უეფა ყველა კლუბს ავალდებულებს ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებას, მათ შორის – აგენტებისთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ახალ წესებში დამატებულია რამდენიმე პუნქტი, რომელიც კლუბების ბიუჯეტის მდგომარეობისა და შესაბამის პერიოდში სატრანსფერო საქმიანობაში დახარჯული თანხების მონიტორინგის პროცესს გააიოლებს.