უეფამ ყირიმის ჩემპიონატის ჩატარების იდეას მხარი დაუჭირა
როგორც რუსული მედიასაშუალებები იუწყებიან, ევროპული საფეხბურთო ასოციაციების გაერთიანებამ(უეფა) საკუთარი წარმომადგენლები რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რესპუბლიკაში მიავლინა, რისი მიზანიც ადგილობრივი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლა და ყირიმში საფეხბურთო ჩემპიონატის ჩამოყალიბებისთვის არსებული წინაპირობების შეფასება გახლავთ.
“ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ყირიმში საფეხბურთო ლიგის შექმნა აუცილებელია. უეფას ჩემპიონატის ჩატარების იდეას სრულებით ემხრობა, თუმცა რაიმე ვადებზე საუბარი ჯერჯერობით, ნაადრევია. იდეასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე მოლაპარაკებები კი უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, ყირიმში ორი საფეხბურთო ლიგა შეიქმნება – დიდებისა და ახალგაზრდების, რომლებშიც მონაწილეობას, შესაბამისად 8 და 16 გუნდი მიიღებს. სამომავლოდ, უეფა ტირიმული კლუბების ევროთასებზე მონაწილეობის საკითხის განხილვასაც აპირებს,”-განაცხადა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ფრანტიშეკ ლავრიცენმა.