უეფამ ყირიმული კლუბების რუსეთის ჩემპიონატში თამაში აკრძალა

თარიღი: დეკემბერი 4, 2014

უეფამ ყირიმულ კლუბებს 2015 წლიდან რუსეთის ჩემპიონატში თამაში აუკრძალა. განცხადება ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გენერალურმა მდივანმა, ჯანი ინფანტინომ გააკეთა.

“უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ეს გადაწვყეტილება დღეს მიიღო. 2015 წლიდან ყირიმული კლუბები რუსეთის ფეხბურთის კავშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ” – განაცხადა ინფანტინომ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ყირიმული კლუბები რუსეთის მეორე ლიგაში გასული ზაფხულიდან ასპარეზობიენ.

მსგავსი სიახლეები