უეფამ სფფ დააჯილდოვა

თარიღი: სექტემბერი 26, 2018

ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და მასში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უეფამ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამოარჩია და ვერცხლის ჯილდო გადასცა.

მოყვარულთა ლიგა – სწორედ ამ პროექტმა მოიპოვა საუკეთესო მეორე ადგილი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან.

ვერცხლის ჯილდო, რომელიც საქართველოს წელს პირველად, სწორედ მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში გადაეცემა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან UEFA-ს ერთერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელს პირველად მიიღო ვერცხლის ჯილდო მასობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის საუკეთესო პროექტის კონცეფციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ რეალობაში ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა არის აღმოსავლეთ ევროპის მთავარი გამოწვევა.

შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის სწორედ ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საფეხბურთო პირამიდის საყრდენი სწორედ მასობრივი ფეხბურთია და სწორედ ამ საფეხურიდან უნდა დავიწყოთ განვითარება.

უეფას ჯილდო დასტურია იმისა, რომ პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში.“ აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ.

„მოყვარულთა ლიგის“ პროექტი, რომელმაც უეფას აღიარება დაიმსახურა, საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანი, ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა და ჯანსაღი-აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

ამ დროისთვის მოყვარულთა ლიგაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 გუნდი თამაშობს, რაც ნიშნავს რომ რეგულარულად თერთმეტი-თერთმეტზე ფორმატის ფეხბურთს, 8000-ზე მეტი მოყვარული თამაშობს.

უეფას მასობრივი ფეხბურთის ჯილდოს შესახებ
აღნიშნული ჯილდო, 2010 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემათ ეროვნულ ასოციაციებსა თუ ფედერაციებს სხვადასხვა კატეგორიებში, მათ შორის – საუკეთესო ლიდერი, საუკეთესო კლუბი და საუკეთესო პროექტი.

ჯილდო მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემათ საუკეთესოებს, რადგან უეფას მიაჩნია, რომ ფეხბურთის მასობრიობა არის გადამწყვეტი სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის.

საუკეთესო პროექტის ჯილდო, მიზნად ისახავს გამოარჩიოს ინიციატივები, რომელიც წარმოადგენს ინოვაციას, აქვს სოციალური დატვირთვა და ემსახურება ფეხბურთში ადამიანების ჩართულობის ზრდა – შენარჩუნებას და მხარს უჭერენ კამპანია ‘UEFA RESPECT’ პრინციპებს.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გორის “დილა” ბრაზილიელი შემტევით ძლიერდება

გორის “დილა” რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და მათ შორის, ლუგა გუგეშაშვილმა, ირაკლი ბიძინაშვილმა და დავით მაისაშვილმა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” ოფიციალურ განცხადებს ავრცელებს

“დინამო თბილისი” ოფიციალურ განცხადებს ავრცელებს ზორან მარუშიჩზე. “დინამო თბილისი” ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ანანიძე ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ მისნაირი საკმარისად ბევრია” – რუსი მწვრთ

მოსკოვის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელის ყოფილმა ასისტენტმა დმიტრი ანანკომ, რომელიც “სპარტაკში” ფეხბურთელობისას 11 წელი გამოდიო...
წაკითხვა
ფეხბურთი

წლის აცილება “დინამო თბილისის” ლეგიონერის შესრულებით (ვიდეო)

“დინამო თბილისი” პირველ ამხანაგურ მატჩში მე-2 ლიგაში დაწინაურებულ “სპაერს” ეთამაშება და მეტოქეს 1-0 ამარცხებს. გოლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არც კორონა, არც ტრავმა, არც ამერიკა – მამარდაშვილს 5 თვეა არ უთამაშია

გუშინ ლა ლიგის 21-ე ტურში “ვალენსიამ” “სევილია” მიიღო და 1-1 ეთამაშა. რამდენიმე დღის წინ “ვალენსიას” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰალ სიტიში” ახალი ერა იწყება – შოთას მეგობარმა “ჰალი” იყიდა

“ჰალ სიტის” განცხადების თანახმად, გუნდი ოფიციალურად “აჯუნ მედია ჯგუფმა” იყიდა, რომელიც თურქი მილიარდერის, აჯუნ ილიჯალის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

თურქეთში, მატჩის მიმდინარეობისას, გარდაცვლილი ფეხბურთელის ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)

18 იანვარს, თურქეთის ჩემპიონატში “ქონიასპორმა” საკუთარ მოედანზე “ადანა დემისპორი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. მე-6 წუთზე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ანორთოსისი” მაგარ ფორმაშია – ქეცბაიამ ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” კვიპროსის თასზე “პაფოსი” 3-1 დაამარცხა. პირველი ტაიმი “პაფოსმა” 0-1 მოიგო, მაგრამ მე-...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ბათუმის “დინამოში”? კონტრაქტი 31 დეკემბერს დასრულდა

ბათუმის “დინამო” 10 იანვარს შეიკრიბა, 16 იანვარს კი თურქეთში პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე წავიდა, მაგრამ ჯერჯერობით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს “მაკრონი” შემოსავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია მაკრონი გახდა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უზბეკეთში ითამაშებს

თბილისის “დინამოს” 28 წლის თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი კარიერას უზბეკურ “ნავბაჰორ ნამანგანში” გააგრძელებს. ორივე მხარემ შეთანხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ ქეცბაია: “ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, ბურთს არ დაგანახებენ, მაგრამ ეს აღარ არის

ვაგრძელებთ რუბრიკას და ვიხსენებთ საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ცნობილ და ლეგენდარულ გამონათქვამებს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაიას გიჟური აღნიშვნა და გოლი, რომელიც ინგლისში არასდროს ავიწყდებათ (ვიდეო)

1998 წელს ამ დღეს თემურ ქეცბაიამ “ბოლტონს” გამარჯვების გამტანი გოლი გაუტანა და მას შემდეგ რაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” მეკარე “შუქურაში” გაუშვა

ქობულეთის “შუქურამ” ბათუმის “დინამოს” 19 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი დაიმატა. “დინამოში” გიორგი ბეგაშვილის მისვლი...
წაკითხვა