უეფამ სუპერლიგის კლუბების მიმართ გადაწყვეტილება მიიღო
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბების მიმართ სანქციებს არ გაატარებს. ეს გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, თუმცა ეს არ გამორიცხავს შემდგომ სანქციებს.
შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებები ჩვეული განრიგით ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში 12 წამყვანი ევროპული კლუბი იყო გაერთიანებული: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. მოგვიანებით კლუბთა უმეტესობამ ტურნირზე უარი თქვა, რის გამოც პროექტი შეჩერდა.
ესპანური მედიის თანახმად, სუპერლიგის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბრძოლას განაგრძობს და პროექტის დატოვებისთვის კლუბებისგან 300-300 მილიონ ევროს ითხოვს.