უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრეტედენტები დაასახელა
უეფამ 2017-18 წლების სეზონის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსათვის მებრძოლი სამი ფეხბურთელი დაასახელა. პრეტედენტებს შორის კრიშტიანო რონალდუ, ლუკა მოდრიჩი და მოჰამედ სალაჰი დასახელდნენ.
საუკეთესო 30 აგვისტოს, მონაკოში გამოვლინდება. ამავე დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.
თავდაპირველად, პრეტენდეტებს შორის ათი ფეხბურთელი იყო, მაგრამ შვიდი სამეულს მიღმა დარჩა.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, ისინი ასე გამოიუყურება:
სეზონის საუკეთესო მეკარე: ალისონ ბეკერი, ჯანლუიჯი ბუფონი, კეილორ ნავასი;
სეზონის საუკეთესო მცველი: მარსელო, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი;
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი: კევინ დე ბრუინი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი;
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდუ, მოჰამედ სალაჰი;
სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: პერნილ ჰარდერი, ადა ჰეგერბერგი, ამადინე ანრი;
ევროპა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: დიეგო გოდინი, ანტუან გრიზმანი, დიმიტრი პაიე.
? #UEFAawards shortlist is here! ?
?♂️Men's Player of the Year ?♂️@lukamodric10 ?️@Cristiano ?️@MoSalah ?️
Who will win in Monaco on August 30? https://t.co/DeivvW4dOq pic.twitter.com/YhcjsePZSc
— UEFA (@UEFA) August 20, 2018