უეფამ წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრის კანდიდატები დაასახელა
უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხმის მიცემა დაიწყო.
დღეს ცნობილი გახდა იმ 40 ფეხბურთელის ვინაობა, რომელსაც 2015 წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრის შანსი ექნება. ეს გუნდი წლის საუკეთესო თერთმეტი მოთამაშით იქნება დაკომპლექტებული, რომელიც ხალხის მიერ მიცემული ხმებით შედგება.
40-კაციანი სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”); ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”); დენის ბოიკო (“დნეპრი”)
მცველები: დავიდ ალაბა, ჟერომ ბოატენგი (ორივე – “ბაიერნი”), ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (ორივე – “იუვენტუსი”), დანიელ ალვეში, ხერარდ პიკე, ხავიერ მასკერანო (სამივე – “ბარსელონა”), ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი (ორივე – პსჟ), დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”), სერხიო რამოსი (“რეალი”), რიკარდო როდრიგესი (“ვოლფსბურგი”)
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, ივან რაკიტიჩი (ორივე – “ბარსელონა”), პოლ პოგბა, კლაუდიო მარკიზიო (ორივე – “იუვენტუსი”), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (“სევილია”), ევგენი კონოპლიანკა (“დნეპრი”/”სევილია”), ხამეს როდრიგესი (“რეალი”), კევინ დე ბრუინი (“ვოლფსბურგი”, “მან.სიტი”), ჰაკან ჩალჰანოღლუ (“ბაიერი”), ედენ აზარი (“ჩელსი”), მარკო ვერატი (პსჟ), არტურო ვიდალი (“იუვენტუსი”/ “ბაიერნი”).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ნეიმარი, ლუის სუარესი (სამივე – “ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდუ, გარეტ ბეილი (ორივე – “რეალი”), ტომას მიულერი, რობერტ ლევანდოვსკი (ორივე – “ბაიერნი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), ალექსის სანჩესი (“არსენალი”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), ალვარო მორატა (“იუვენტუსი”).
საკუთარი სიმბოლური გუნდის არჩევა ნებისმიერ ადამიანს ამ ბმულზე შეუძლია.