უეფას დელეგაცია თბილისშია – სამიტი 1-2 მარტს გაიმართება (ვიდეო)

თარიღი: თებერვალი 28, 2017

საქართველოში უეფას ორგანიზებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით საერთაშორისო სამიტი ჩატარდება. 1-2 მარტს UEFA GROW სამიტის განხილვის თემა აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ვითარება, რეგიონში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები იქნება.

უეფას დელეგაციამ, რომელიც უკვე თბილისშია, სამიტის მნიშვნელობაზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და ფეხბურთის განვითარებაში მასობრიობის ზრდის როლი აღნიშნა.

“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში UEFA Grow-ის სამიტისთვის, რომლის მიზანია აღმოსავლეთ ევროპაში ჩართულობის გაზრდა. უეფასთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი ორგანიზაცია არსებობს იმისთვის, რომ ხალხმა ითამაშოს ფეხბურთი. ჩვენ განსაკუთრებით გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი იყოს ჩართული ფეხბურთში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო დროს არაერთი დიდი ნაბიჯი გადადგა წინ მასობრივი ფეხბურთის განვითარების კუთხით, და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩვენი ქართველი კოლეგებისთვის ამ საერთაშორისო სამიტის ჩატარების მინდობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვისაუბრებთ ფეხბურთში ჩართულობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან თემაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც წინ უდგას აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთის განვითარებასა და ფეხბურთში ბავშვების ჩართულობის გაზრდას. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად გავუმკლავდებით აღნიშნულ პრობლემებს, და სამიტის ორი დღე მეტად ნაყოფიერად ჩაივლის.“ – განაცხადა UEFA GROW პროგრამის ხელმძღვანელმა ნოელ მუნიმ.

„უეფას საქმიანობა საკმაოდ მრავალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის დღეს უკვე ერთერთი უმნშვნელვოვანესი მიმართლებაა მასობრიობის ზრდა ფეხბურთში, სწორედ ამ კუთხით უეფა მართავს პირველ სამიტს მის ისტორიაში. ამ შემთხვევაში საქმე ეხება აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთის მასობრიობის ზრდას, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს რეგიონში და სასიხარულოა, რომ სამიტისთვის საქართველო შეირჩა როგორც მასპინძელი ქვეყანა,” – აღნიშნა ნიკა ჯღარკავამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები ესტუმრებიან. დედაქალაქში დაგეგმილ სამიტზე მოწვეულები არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სპორტისა და განათლების მინსიტრები. სამიტის მუშაობაში სპორტის საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. 2016 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად, დარეგისტრირებულ ფეხბურთელთა რიცხვი 7000-ით გაიზარდა, რაც უეფამ ფეხბურთის მასობრიობისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და შედეგების გაანალიზების შემდეგ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სწორედ საქართველო იქნა შერჩეული სამიტის მასპინძლად.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რეგილონმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცის დახმარებით დატოვა

მადრიდის “რეალის” წლის მცველმა, სერხიო რეგილონმა, რომელიც “სევილიაში” გახლავთ განათხოვრებული, მძიმე დაზიანება მიიღო. 22 წლის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, თურქეთის ქალაქ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეინ რუნიმ სეზონის მეორე წითელი ბარათი სახეში ჩარტყმისთვის მიიღო (ვიდეო)

22 აგვისტოს, გამთენიისას “დი სი იუნაიტედისა” და “ნიუ-იორკ რედ ბულსის” მატჩი შედგა, რომელშიც გამარჯვება ნიუ-იორკელებს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

16-წლამდელებმა უეფას განვითარების თასი მოიგეს (ვიდეო)

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა (2004 წელს დაბადებულები) ლიეტუვაში დასრულებული უეფას განვითარების ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რუბინის” ქართველებმა მეკარესთან სანაძლეო წააგეს – რა გააკეთა ქართულმა ტ

ყაზანის “რუბინის” ქართველმა ლეგიონერებმა – ზურიკო დავითაშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის მეკარესთან თერთმეტმეტრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვიდეოთამაშების მწარმოებელ იაპონურ კომპანია Konami-ს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, PES […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი შენდება

თბილისში, კერძოდ ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“უნიონის” ფანებმა სადებიუტო მატჩში გარდაცვლილი ფანების ფოტოები გამოფინეს

ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “უნიონ ბერლინსა” და ფანებს შორის განსაკუთრებული კავშირი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ეროვნულ ლიგას მოგებით დაუბრუნდა

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ბოლო შეხვედრაში “საბურთალომ” გორის “დილა” 3-0 გაანადგურა. “საბურთალომ” ევროპა ლიგაზე ასპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ქართული ელ-კლასიკო “დინამომ” მოიგო

ეროვნული ლიგის 24-ე ტური წყალტუბოში ქართული ელ-კლასიკოთი განახლდა. ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და ლევან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე “ვულვზთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეორე ტური ორშაბათის შეხვედრამ დახურა – “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმაოდ უხერხულ მეტოქეს, “ვულვერჰემპტონს” ეწ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იასპერ სილესენი საპატიო დერეფანში – ჰოლანდიელი მეკარე ესპანეთის თასის ფინალში დამარც

17 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადი” მიიღო და ფრედ 1:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაშა შინდაგორიძემ ბელარუსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ გაიტანა (ვიდეო)

19 აგვისტოს მე-16 ტურის შეხვედრა გამართა “შახტიორ სოლიგორსკმა”, სადაც რამდენიმე კვირის წინ თბილისის “საბურთალოს” აწ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეშმა “სან პაულუში” დებიუტი გოლით აღნიშნა (ვიდეო)

18 აგვისტოს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სან პაულუმ” საკუთარ მოედანზე “სეარა” მიიღო. ამ მატჩში “სან პაულუს” რიგებში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ფრანგმა ლიდერმა დატოვა

თბილისის “საბურთალო” ფრანგმა ლეგიონერმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. გონსალვეში სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა კლუბს. “მადლობ...
წაკითხვა