უეფას ევროპის ლიგის ფინალი თბილისში?

თარიღი: ნოემბერი 1, 2018

უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 2021 წელს ჩასატარებელი ევროტურნირების ფინალების მასპინძლობაზე განაცხადი თერთმეტმა საფეხბურთო ასოციაციამ შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩის მასპინძლობის სურვილი სამმა ქვეყანამ გამოთქვა, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა.

ევროპის ლიგა

საქართველო, თბილისი – ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი – “დინამო არენა”;
ავსტრია, ვენა – ერნს ჰაპელი;
ესპანეთი, სევილი – სტადიონი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ასოციაციებს უეფაში განაცხადების გაგზავნა 2019 წლის თებერვლამდე შეუძლიათ. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ფინალის მასპინძელი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებას 2019 წლის მაისში ან ივლისში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები