უეფას პრეზიდენტმა “ახალ თბილისში” მდებარე სტადიონი დაათვალიერა

თარიღი: სექტემბერი 29, 2016

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უეფას პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა საქართველოს სპორტისა და ახალაზრდობის საქმეთა მინისტრთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად “ახალ თბილისში” მდებარე სტადიონი დაათვალიერეს.

სტადიონი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობის შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა. დადგენილების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს აღნიშნული სტადიონის უეფას მე-2 კატეგორიის დონეზე მოწყობა, რის შემდეგაც აქ საერთაშორისო მატჩები ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ 19-წლამდელთა შორის ევროპის 2017 წლის ფინალური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ ეს სტადიონი იქნება.

GFF.GE

მსგავსი სიახლეები