უეფას პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის დასრულების ბოლო ვადა დაასახელა
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპული ტურნირების დასრულება 2020 წლის 3 აგვისტომდე სურს. განიხილება ტურნირის ფორმატის შეცვლის ვერსიებიც.
“ყველაფერი 3 აგვისტომდე უნდა დასრულდეს – როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონი.
მართლაც ექსტრაორდინარულ სიტუაციაში ვართ, ასე რომ თარიღების შეცვლა გვიწევს. თუ კრიზისს უფრო მალე მოეღება ბოლო, შეგვიძლია ადრეც განვაახლოთ თამაში.
არსებული სისტემითაც შეგვიძლია ვითამაშოთ, ან ერთმატჩიანი შეხვედრებით გადაწყდეს პლეი-ოფის გამარჯვებული, ან ნეიტრალურ მოედანზე ვითამაშოთ. ამ ეტაპისთვის, ყველა ვარიანტი განიხილება.
ერთადერთი არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეგვიძლია მივიღოთ, თამაშების ისეთ რეჟიმში ჩატარებაა, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას დააყენებს რისკის ქვეშ,”- აცხადებს ჩეფერინი.