უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის – პირველი გამოშვება დასრულდა

თარიღი: აგვისტო 6, 2018

6 აგვისტოს, სასტუმრო მოხალისეში სფფ-ის ახალი საგანმანათლებლო პროგამის „უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის“ პირველი გამოშვება დასრულდა. 2-დან 6 აგვისტოს ჩათვლით, უეფადან მოწვეულმა სტუმრებმა კურსის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტიუარდინგის მნიშვნელობაზე და სტადიონზე უსაფრთხოების დაცვის სხვადასხვა ხერხების შესახებ ესაუბრნენ. სემინარების დასრულების შემდეგ, სასწავლო პროგრამის 30-ვე მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა, რომლის საშუალებითაც ისინი სხვა მსურველთა გადამზადებას შეძლებენ.

კურსებს სფფ-ის სტიუარდებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძო დაცვის კომპანიებისა და ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასწავლო პროცესს კი, სფფ-ის უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად უეფას უსაფრთხოების ოფიცერი სტეფან ტომასი, მისი კოლეგა ფრენკ ვინველდი და სტადიონების უსაფრთხოებისა და დაცვის სპეციალისტი კრის ბეიკერი უძღვებოდნენ.

სერთიფიკატების გადაცემის შემდეგ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და სასწავლოს კურსის მონაწილეებმა კომენტარები გააკეთეს:

დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეიდან სტიუარდთა 30 ლიცენზირებული მწვრთნელი გვეყოლება. ვისარგებლებ შემთხვევით და უეფას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი იმ ადამიანების მოვლინებისთვის, რომლებიც აღნიშნული კურსების ჩატარებაში დაგვეხმარნენ. ასევე მადლობას გადავუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელთა დასწრება ამ კურსებზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სასწავლო პროცესში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული ლიგის კლუბები და მადლობა მათ აქტიურობისთვის. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე შეჩერებას არ ვაპირებთ, რადგან აღნიშნული კურსები უეფას მიერ აღიარებულ იქნა წარმატებულ და პროგრესირებად პროექტად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პროექტს გავაგრძელებთ რეგიონების მასშტაბით და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ფეხბურთში ჩართვა სურს, მიეცემა საშუალება, გადამზადდეს და იზრუნოს გულშემატკივრის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.“

დავით სუხიშვილი – შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი: „ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო სემინარი იყო, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ორგანიზებით გაიმართა. ის გამოცდილება და ცოდნა, რაც ამ დღეების განმავლობაში მივიღეთ, გულშემატკივრების მატჩებზე დასწრებას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის. ჩვენის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გაითვალისწინებს იმ გამოცდილებას, რომელიც უეფადან ჩამოსულმა ტრენერებმა მოგვაწოდეს.“

შოთა გოგიტაური – თბილისის „ლოკომოტივის“ თამაშებისა და გუნდის მენეჯერი: „უსაფრთხოება მატჩის ორგანიზების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეს კურსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული მსმენელისთვის და განსაკუთრებით ჩემთვის, რადგან უახლოეს მომავალში ამ კურსის საფუძველზე თბილისის „ლოკომოტივი“ გეგმავს საკუთარი სტიუარდების პროგრამა დანერგოს, რაც მომავალში დაგვეხმარება გვყავდეს ჩვენი სტიუარდები, რომლებიც ყველა მატჩის ორგანიზებაში დაგვეხმარებიან.“

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

16-წლამდელებმა უეფას განვითარების თასი მოიგეს (ვიდეო)

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა (2004 წელს დაბადებულები) ლიეტუვაში დასრულებული უეფას განვითარების ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რუბინის” ქართველებმა მეკარესთან სანაძლეო წააგეს – რა გააკეთა ქართულმა ტ

ყაზანის “რუბინის” ქართველმა ლეგიონერებმა – ზურიკო დავითაშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის მეკარესთან თერთმეტმეტრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვიდეოთამაშების მწარმოებელ იაპონურ კომპანია Konami-ს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, PES […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი შენდება

თბილისში, კერძოდ ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ეროვნულ ლიგას მოგებით დაუბრუნდა

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ბოლო შეხვედრაში “საბურთალომ” გორის “დილა” 3-0 გაანადგურა. “საბურთალომ” ევროპა ლიგაზე ასპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ქართული ელ-კლასიკო “დინამომ” მოიგო

ეროვნული ლიგის 24-ე ტური წყალტუბოში ქართული ელ-კლასიკოთი განახლდა. ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და ლევან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაშა შინდაგორიძემ ბელარუსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ გაიტანა (ვიდეო)

19 აგვისტოს მე-16 ტურის შეხვედრა გამართა “შახტიორ სოლიგორსკმა”, სადაც რამდენიმე კვირის წინ თბილისის “საბურთალოს” აწ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ფრანგმა ლიდერმა დატოვა

თბილისის “საბურთალო” ფრანგმა ლეგიონერმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. გონსალვეში სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა კლუბს. “მადლობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?

ეროვნული ლიგის 2 გამორჩეული გუნდი, თბილისის “დინამო” და თბილისის “საბურთალო” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” ჯიღაურის დუბლით იმარჯვა, “რუსთავმ

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მე-2 დღის შეხვედრები მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ბათუმის “დინამომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივმა” “დინამოდან” ახალგაზრდა ფეხბურთელი წაიყვანა

თბილისის “დინამოს” 19 წლის ნახევარმცველი, ბექა დარცმელია კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს. დარცმელია 2017 წლიდან ირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 აგვისტო

ლოვრენის “რომაში” ტრანსფერი არ შედგება Goal.Com-ის ცნობით, დეიან ლოვრენის “რომაში” ტრანსფერი აღარ შედგება. იტალიურ კლუბს [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ისტორიული ფაქტი საქართველოს ეროვნულ ლიგაში – მსაჯმა ყვითელი ბარათი მწვრთნელს უჩვენა

16 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში “ლოკომოტივსა” და “ვიტ ჯორჯიას” შორის გამართულ მატჩში (1:1) ისტორიული ფაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” პრეზიდენტი: “ხვალ უეფას შესაბამის ორგანოებს ოფიციალურად მივ

“საბურთალოს” პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ კლუბი უეფას შესაბამის ორგანოებს მიმართავს, რათა უკრაინული ვებ-გვერდის მიერ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელია: “თბილისის “დინამოდან” მივდივარ”

თბილისის “დინამოს” ლიდერმა, ლევან შენგელიამ გუნდის ევროპა ლიგაზე გამოსვლა შეაფასა და მის ტრანსფერზე ისაუბრა. “რთული […]...
წაკითხვა