უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის

თარიღი: აგვისტო 2, 2018

2 აგვისტოს სასტუმრო „მოხალისეში“ სფფ-ის ახალი საგანმანათლებლო პროგამა „უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის“ ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნული კურსები საქართველოში პირველად ტარდება და ის სტიუარდინგის განვითარებისკენაა მიმართული. სასწავლო პროცესში ძირითადი აქცენტი სტადიონზე უსაფრთხოების დაცვასა და გულშემატკივარებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე კეთდება.

კურსებს სფფ-ის სტიუარდებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძო დაცვის კომპანიებისა და ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლები ესწრებიან. სასწავლო პროცესი 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და სემინარების თითოეულ მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა. ეს კი, მსემენელბს საშუალებას მისცემს საფეხბურთო კლუბებთან ერთად სტიუარდინგის სკოლა ჩამოაყალიბონ და საკუთარი გამოცდილება სხვა ადამიანებს გაუზიარონ.

სასწავლო პროცესში სფფ-ის უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად უეფას უსაფრთხოების ოფიცერი სტეფან ტომასი, მისი კოლეგა ფრენკ ვინველდი და სტადიონების უსაფრთხოებისა და დაცვის სპეციალისტი კრის ბეიკერი არიან ჩართულნი.

დავით მუჯირი სფფ-ის გენერალური მდივანი: „პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო უეფას, რომელმაც, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, უსაფრთხოების ოფიცრები ფრენკ ვაინვალდი და სტეფან ტომასი მოავლინა საქართველოში. აგრეთვე, სპეციალურად აღნიშნული გადამზადების კურსებისთვის, ჩვენთან ჩამოვიდა კონსულტანტი სტადიონების უსაფრთხოების საკითხებში, კრის ბეიკერი. სასწავლო პროცესში ასეთი გამოცდილი სპეციალისტების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე კურსებზე მოწვეული არიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ყველა თამაშზე იცავენ გულშემატკივართა უსაფრთხოებას. ასევე აქ არიან ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და შემდგომში ერთობლივად დავგეგმავთ რა იქნება უკეთესი ჩვენი სტადიონებისა და გულშემატკივრის უსაფრთხოებისთვის. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს ექნება შესაბამისი ცოდნა, რათა გადაამზადოს სხვა სტიუარდობის მსურველი ადამიანი და რაც ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო მეტი მოხალისის ჩართულობას გამოიწვევს.

თორნიკე ლოლაძე სფფ-ის უსაფრთხოების ოფიცერი: „უეფას საწვრთნელი პაკეტი სტიუარდებისთვის” პროგრამის მთავარი მიზანი არის ის, რომ გავიზიაროთ ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილება და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ სტიუარდინგის განვითარების შესახებ. ამასთან ერთად, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია სტადიონზე უსაფრთხოების დაცვის სხვადასხვა გზების შესწავლა. აღნიშნული სემინარები მთელი ევროპის მასშტაბით ტარდება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, კურსის თითოეული მონაწილე შესაბამის სერთიფიკატს მიიღებს, რის საფუძველზეც მათ საშუალება მიეცემათ დაარსონ სპეციალური სკოლა და ხელი შეუწყონ სტიუარდინგის განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით. დღესდღეობით სტიუარდინგის სკოლა სფფ-ის ხელშეწყობით მხოლოდ თბილისშია განვითარებული, თუმცა, ჩვენი მიზანია, ამ პროგრამამ მთელი ქვეყანა მოიცვას და საკლუბო დონეზე განვითარდეს.

ეთო ბურდული სფფ-ის სტიუარდი: „ჩემთვის ამ სემინარებზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ შესაძლებლობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დიდ მადლობას ვუხდი. აქ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გავუზიარებ სხვა სტიუარდებს, რითაც საქართველოში ამ კულტურის განვითარებას შევწყობ ხელს. სტიუარდინგის სკოლის დაარსების დღიდან, როგორც სტიუარდი,  ჩართული ვარ ამ პროექტში. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ტრენინგების დასრულების შემდეგ, ჩვენს საქმეს უფრო მაღალ დონეზე შევასრულებთ.“

Gff.Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე “ვულვზთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეორე ტური ორშაბათის შეხვედრამ დახურა – “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმაოდ უხერხულ მეტოქეს, “ვულვერჰემპტონს” ეწ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იასპერ სილესენი საპატიო დერეფანში – ჰოლანდიელი მეკარე ესპანეთის თასის ფინალში დამარც

17 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადი” მიიღო და ფრედ 1:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაშა შინდაგორიძემ ბელარუსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ გაიტანა (ვიდეო)

19 აგვისტოს მე-16 ტურის შეხვედრა გამართა “შახტიორ სოლიგორსკმა”, სადაც რამდენიმე კვირის წინ თბილისის “საბურთალოს” აწ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტომას ტუჰელი: “ნეიმარი ვერსად წავა, სანამ შემცვლელს არ მოვიყვანთ”

18 აგვისტოს ლიგა 1-ის მეორე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” მოულოდნელი მარცხი იწვნია “რენის” წინააღმდეგ (2-1). შეხვედრაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ლუისი: “არსენალს” შეუძლია რაღაც დიდისთვის იბრძოლოს”

ლონდონის “არსენალის” ახალწვეულმა, დავიდ ლუისმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “მეთოფეთა” შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ბრუინი აიმერიკს გამოექომაგა: “ლაპორტს ხელი უნდა მოეჭრა და მის გარეშე ეთამაშა?R

“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერი, კევინ დე ბრუინი, “ტოტენჰემთან” მატჩში ბოლო წუთებზე არჩათვლილ გოლს ეხმაურება. შეგახსენებთ, [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რიბერის აგენტი: “რუსულ კლუბთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს”

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრის, ფრენკ რიბერის, აგენტი ჟან-პიერ ბერნე ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ბაიერნის” [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოაო ფელიშმა სადებიუტო მატჩში დაზიანება მიიღო

19 აგვისტოს მადრიდის “ატლეტიკომ” ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გახსნითი შეხვედრა ჩაატარა. სიმეონეს გუნდმა”ხეტაფესთან” მატჩში...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეშმა “სან პაულუში” დებიუტი გოლით აღნიშნა (ვიდეო)

18 აგვისტოს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სან პაულუმ” საკუთარ მოედანზე “სეარა” მიიღო. ამ მატჩში “სან პაულუს” რიგებში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცრემლებამდე მისული მოურინიო: “ფეხბურთი მენატრება”

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, აღიარებს, რომ ფეხბურთში დაბრუნება სურს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 აგვისტო

იკარდი “ნაპოლის” უახლოვდება მაურო იკარდი ჯერ კიდევ “ინტერის” ფეხბურთელია, მაგრამ ცნობილია, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრუიჩი: “ფილიპე კოუტინიო ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”

“ბარსელონაში” ფილიპე კოუტინიოს 18-თვიან პატიმრობას ბოლო მიუნხენის “ბაიერნმა” მოუღო. ბრაზილიელი ვარსკვლავის ბავარიაში გადაბარგე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობინ ვან პერსი “არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის მიზ

ზუსტად შვიდი წლის წინ რობინ ვან პერსი ყველასათვის გასაკვირად ლონდონის “არსენალიდან” “მანცესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა. დიდი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ეშლი კოულმა პროფესიული კარიერა დაასრულა. 38 წლის მოთამაშე სხვადასხვა წლებში ლონდონის “არსენალის”, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ფრანგმა ლიდერმა დატოვა

თბილისის “საბურთალო” ფრანგმა ლეგიონერმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. გონსალვეში სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა კლუბს. “მადლობ...
წაკითხვა