უეფას სტამბოლში დოკუმენტი დარჩა და წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილი ხდება
ვადაზე ადრე გახდა ცნობილი, თუ ვის დაასახელებს უეფა გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ.
როგორც ირკვევა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებს სტამბოლში გამართული უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ სტადიონზე დარჩათ დოკუმენტი, რომელზეც გამოკითხვის შედეგებია წარმოდგენლი. დოკუმენტის მიხედვით, უეფა 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის დაასახელებს, რომელმაც 252 ქულა მიიღო და უკან ჩამოიტოვა “ლივერპულის” მცველი ვირჯილ ვან დეიკი (224 ქულა) და ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ (181 ქულა).
მესიმ ეს ჯილდო 2011 და 2015 წლებში უკვე მიიღო. არგენტინელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო მეგოლეც გახდა. გარდა ამისა, მესიმ ჩემპიონთა ლიგაზეც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და “ოქროს ბურთიც” დაისაკუთრა.
უეფა წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობას 29 აგვისტოს, მონაკოში გასამართ ცერემონიაზე დაასახელებს.