უეფას სუპერთასი “ბაიერნმა” მოიგო (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 25, 2020

ბუდაპეშტის “პუშკაშ არენაზე” მიუნხენის “ბაიერნსა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელიც გერმანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, თუმცა გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმების დანიშვნა გახდა საჭირო.

ბავარიელებმა შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, მაგრამ თამაში მალევე გათანაბრდა და მოულოდნელად “სევილია” დაწინაურდა კიდეც. დე იონგისა და რაკიტიჩის აქტიურობის წყალობით მატჩის მე-13 წუთზე ესპანელებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ოკამპოსმა გამოიყენა. ანგარიშის გათანაბრების შანსი მიულერსა და ლევანდოვსკის ჰქონდათ, თუმცა გერმანელის შემთხვევაში “სევილია” მცველმა გადაარჩინა, პოლონელმა კი მეკარესთან ერთი ერთზე მიცემული შანსი გაანიავა. მოგვიანებით ლევანდოვსკიმ შეცდომა გამოასწორა და გორეცკას საგოლე გადაცემა მისცა – 1:1. “ბაიერნმა” დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ტაიმი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე ლევანდოვსკიმ გოლი გაიტანა, თუმცა VAR-ის სისტემამ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მოგვიანებით ბავარიელებმა კიდევ გაიტანეს, თუმცა VAR-ის სისტემამ გოლი ამჯერადაც გააუქმა, ლევანდოვსკი კი მეტოქის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა. მეორე ტაიმი მთლიანად გერმანელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გოლის გატანის ყველაზე რეალური მომენტი ესპანელებს ჰქონდათ, როდესაც ენ-ნასირი სწრაფი კონტრშეტევის შედეგად მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, თუმცა ნოიერმა ბურთის კუთხურზე მოგერიება შეძლო. საბოლოო ჯამში, 90 წუთმა გამარჯვებულის ვინაობა ვერ გამოარკვია და დამატებითი დრო დაინიშნა.

პირველი დამატებითი ტაიმის ბოლო წუთზე “ბაიერნმა” თავისას მაინც მიაღწია. შეცვლაზე შემოსულმა ხავი მარტინესმა თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი თანამემამულეთა კარში და გერმანელები დააწინაურა 2:1. “სევილიამ” დარჩენილ დროში წონასწორობის აღდგენა ვერ შეძლო.

ამრიგად, “ბაიერნი” უეფას სუპერთასს დაეუფლა. გერმანულმა გუნდმა ეს ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგო (პირველად 2013 წელს).

უეფას სუპერთასი
“ბაიერნი” — “სევილია” 1:1 (1:1) (დ.დ. 2:1)
გოლები: გორეცკა 34′, ხავი მარტინესი 104′ — ოკამპოსი 13′ (პენ).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლუკაკუ “ჩელსიში” გადასვლას დათანხმდა

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ლონდონის “ჩელსიშიR...
წაკითხვა
ფეხბურთი

Breaking: გიორგი მამარდაშვილი “მილანის” წინააღმდეგ ძირითადშია!

20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაშია და “მილანის” წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა 22...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი ათასი ლარი მიიღო “დინამო ბათუმმა” 10 ათასი ბილეთის გაყიდვით?

საქართველოში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ბათუმის “დინამოს” მატჩებს ესწრება და ახალ სტადიონზე 20 000 ადამიანი ეტევა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის ახალმა ფოტოებმა ფანების დიდი კრიტიკა გამოიწვია

“პარი სენ-ჟერმენი” სუპერთასის მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა “ლილთან”. ამ დროს კი ნეიმარ ჟუნიორი შვებულებაში იმყოფება. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები გრილიშს: “სიტი” პატარა კლუბია, გაგაფუჭებენ!” (ვიდეო)

“ასტონ ვილას” ინგლისელი ვარსკვლავი, ჯეკ გრილიში, ვარჯიშზე პირველად გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ გრილიში ძალიან ახლოს არის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა მესიზე: “ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ლეო მესის გარშემო არსებულ ვითარებაზე. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინი ვარჯიშზე გამოცხადებას არ აპირებს და ტრანსფერზე დაყენებას ითხოვს

ინგლისელი ვარსკვლავის, ჰარი კეინის, “ტოტენჰემური” კარიერა დასასრულს უახლოვდება. როგორც ცნობილი ხდება, კეინს კლუბის ხელმძღვანელებთან დაძაბუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერმა” ლუკაკუს ფასი დაასახელა

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად რომელუ ლუკაკუს სატრანსფერო ფასი დაასახელეს. როგორც იცით, ბელგიელი ფორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ახმატი” – “სოჭის” მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე გველი შეი

2 აგვისტოს, რუსეთის პრემიერ ლიგაში გროზნოს “ახმატმა” საკუთარ მოედანზე “სოჭი” მიიღო. მატჩის საწყის წუთებში მინდორზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სივასფორის” თავკაცი: “ბათუმის “დინამო” ძალიან საშიში გუნდია

უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამო” “სივასფორს” უმასპინძლებს. თურქული გუნდის მთავარმა მწვრთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმი”, შესაძლოა, “კოპენჰაგენს” შეხვდეს

რამდენიმე წუთის წინ გაირკვა თუ ვის შეხვდება “დინამო ბათუმი” კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად “სივასპორთან” [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ გიორბელიძე მე-2 ბუნდესლიგაში გადადის

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვოლფსბერგერის” მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას მე-2 ბუნდესლიგის “დინამო დრეზდენში”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა

“დინამო ბათუმის” ოფიციალური გვერდი განცხადებს ავრცელებს. “დინამო ბათუმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლუბის აკადემიის ასაკობრივი გუნდი...
წაკითხვა