“უესკა” – “ხიმნასტიკი”: გარიგებული მატჩი სეგუნდაში?

თარიღი: მაისი 30, 2018

ლა ლიგამ ესპანეთის სეგუნდადივიზიონის 41-ე ტურში “უესკასა” და “ხიმნასტიკს” შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნულ მატჩში გუნდები ერთმანეთს გაურიგდნენ.

“უესკას” პრიმერადივიზიონის საგზური ამ შეხვედრამდე უკვე მოპოვებული ჰქონდა და ყოველგვარი სატურნირო მოტივაციის გარეშე იყო, ხოლო “ხიმნასტიკს”, რომლის ღირსებასაც ოთარ კაკაბაძე იცავს, სეგუნდაში ადგილის შესანარჩუნებლად გამარჯვება მართებდა. საბოლოო ჯამში, მატჩი “ხიმნასტიკის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

59-დან 30-მა მსხვილმა საბუქმეიქერო კანტორამ მატჩზე ფსონების მიღება შეწყვიტა შეხვედრის დაწყებამდე საათნახევრით ადრე, როდესაც სტუმარი გუნდის გამარჯვებაზე გაკეთებული ფსონების რაოდენობამ საკმაოდ მოიმატა.

შეხვედრამდე “უესკას” გამარჯვების კოეფიციენტი 1,50 იყო, ხოლო “ხიმნასტიკის” 5,75. მატჩის მიმდინარეობისას კოეფიციენტი “ხიმნასტიკის” გამარჯვებაზე მკვეთრად დაეცა (1,35). საკმაოდ ბევრი ფსონი გაკეთდა პირველი ტაიმის უგოლო ფრესა და მეორე ნახევრის სტუმართა მიერ მოგებაზე. მოვლენები ასეც განვითარდა. ფსონების უმეტესობა უკრაინიდან და აზიის რამდენიმე ქვეყნიდან იქნა მიღებული. El Confidencial-ს ცნობით, ანომალური ფსონებიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შესაძლოა, ათი მილიონი ევრო შეადგინოს.

ლა ლიგამ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა El Confidencial-ის თანახმად, ტურნირის ორგანიზატორებს საეჭვო გარემოება ჯერ არ აღმოუჩენიათ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კასანოვამ მადრიდის “რეალს” 115-ე წუთზე გაუტანა (ვიდეო)

“ალკოიანო” – “რეალი” ხუანან კასანოვას გოლი იხილეთ ვიდეო Juanan Casanova goalfollow @noob_fcb for more goalspic.twitter.c...
წაკითხვა
ფეხბურთი

კენედის ულამაზესი გოლი “ვილიარეალის” კარში (ვიდეო)

“ვილიარეალი” – “გრანადა” კენედის გოლი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

სებალოსი ედეგორს მადრიდის დატოვებას ურჩევს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, დანი სებალოსმა, რომელიც “არსენალში” გახლავთ განათხოვრებული, ედეგორს კლუბის გამოცვლისკენ მოუწ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას 2020 წლის სიმბოლური გუნდი

გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2020 წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელიც ასე გამოიყურება: […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინო აღიარებს, რომ მესის ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო

“პარი სენ-ჟერმენის” ახალმა თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინომ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “ესპანიოლში” ყოფნისას ძალიან ახლოს იყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა იმსჯელებს, სად და როგორ ჩატარდება ევრო-2020

უეფა უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, სად და როგორი ფორმატით ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი. ამის შესახებ მიუნხენის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერნანდო ტორესის ტრანსფორმაცია – როგორ შეიცვალა ვეტერანი ესპანელი? (ფოტო)

ვეტერანმა ესპანელმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ფიზიკური ტრანსფორმაცია ნათლად ჩანს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” სიმეონეს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებს დიეგო სიმეონესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება აქვთ გადაწყვეტილი. ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაულს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის “რეალის” მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის მიუხედავად, მადრიდში ვირუსი მაინც გამოჩნდა. გავლენია...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “მე მესის გადარწმუნება შემიძლია”

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟოან ლაპორტამ, პრესასთან მესის მომავალზე ისაუბრა. როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვრის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ შეცვლის ლუკა იოვიჩს “რეალში”?

ლუკა იოვიჩმა წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდის შემდეგ მადრიდის “რეალი” დატოვა და ფრანკფურტის “აინტრახტის” მაისურით ჩატარებულ პ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესის ესპანეთის სუპერთასისთვის ბილბაოს “ატლეტიკთან” გამართულ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი: “ვაპატიებ მესის? ჯერ არ ვიცი”

კატალონიის “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს “ატლეტიკმა” დაამარცხა (2:3). მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” კოშმარი – მარსელინოს საინტერსო რეკორდი

ესპანეთის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონას” ქამბექი შეუსრულა ბილბაოს “ატლეტიკმა” და 2015 წლის შემდეგ თავის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვის აქვს უფრო მეტი წითელი ბარათი, მესის თუ რონალდუს?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აქტუალური ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარება გახლდათ. ესპანეთის […]...
წაკითხვა