UFC-ის მებრძოლი წონის ჩაბარებისას ორჯერ წაიქცა (ვიდეო)
UFC-ის მებრძოლმა, იულია სტოლიარენკომ აწონვებზე წონასწორობა ორჯერ დაკარგა, რის გამოც მისი ჯულია ავილასთან გასამართი ბრძოლა გაუქმდა.
სტოლიარენკო პირველად მაშინ წაიქცა, როცა მისი წონა დაფიქსირებული ჯერ კიდევ არ იყო. მალევე, ის სასწორზე მეორედ დადგა და წონის დაფიქსირებისთანავე წონასწორობა კვლავ დაკარგა. საბოლოოდ, 27 წლის ლიტველი მებრძოლი დარბაზიდან სამედიცინო პერსონალის დახმარებით გაიყვანეს.
სტოლიარენკომ აწონვებზე 61 კილოგრამი დააფიქსირა, მაგრამ ცხადია, იქამდე მან იმდენი კილოგრამი დაიკლო, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა.
Scary scene at #UFCVegas22 official weigh-ins as Julija Stoliarenko collapsed multiple times while trying to make weight.
Her fight with Julia Avila has been canceled. 🙏 pic.twitter.com/myaDSvkNHP
— MMA Junkie (@MMAjunkie) March 19, 2021