“UFC საქართველოში, მალე!” – მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი ლოპესთან გამარჯვების შემდეგ
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მოგებული მეოთხე შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
მერაბმა მადლობა გადაუხადა მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს. მან შონ ომალი კიდევ ერთხელ გამოიწვია, ბოლოს კი UFC-ის ღონისძიების საქართველოში გამართვაზე მიანიშნა.
“ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც იცვლება. წინასწარ არ ვიცი, რა მოხდება. მე ნებისმიერთან შესახვედრად მზად ვარ. სამწუხაროდ, ოჯახური პრობლემების გამო, ბორგთან ბრძოლა გაუქმდა. ღმერთმა დალოცოს ის და მისი ოჯახი. ოპონენტი შემეცვალა, მაგრამ არ მაინტერესებს, ვინ იქნება ჩემი მეტოქე, მე აქ ვიმყოფები და ბრძოლისთვის მზად ვარ.
მადლობა ჩემ დიდ გუნდს, სერა ლონგოს. მიყვარხართ, ბიჭებო. მადლობა ჩემ მწვრთნელებს და ყველა თანაგუნდელს.
დიდ პატივისცემას გამოვხატავ შონ ომალის მიმართ, მაგრამ მინდა, რომ ჩემი მომდევნო ბრძოლა მასთან იყოს. მე მზად ვარ და მოდი, ვაჩვენოთ ყველას ნამდვილი კარგი ორთაბრძოლა.
…და, UFC საქართველოში, მალე!” – განაცხადა დვალიშვილმა.
Following a unanimous decision victory over Gustavo Lopez, Merab Dvalishvili calls out Sean O'Malley 👀#UFCVegas2 pic.twitter.com/nZShAphhjp
— UFC on BT Sport (@btsportufc) June 14, 2020