უჰრინის მონაგარი

თარიღი: დეკემბერი 7, 2013

დუშან უჰრინი უმცროსი თბილისის დინამოში გასული სეოზნის წინ მოვიდა. წარუმატებელი “ესპანური ექსეპერიმენტის“ შემდეგ, ევროთასების გარეშე დარჩენილი “დინამოს“ რეპუტაციის აღდგენა, სწორედ ჩეხ სპეციალისტს დაევალა.

უჰრინმა თავისი პირველი სეზონი სასტარტო ტურებიდანვე დამაჯერებლად დაიწყო და სეზონის დასრულებამდეც იგივე შემართებით მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ უჰრინის “დინამო“ მოწინააღმდეგეებს ხშირ შემთხვევაში დიდი ანგარიშით ამარცხებდა, კრიტიკა ჩეხ სპეციალისტს მაინც არ აკლდა. გუნდი პრაგმატულ, რაციონალიზმე დაფუძნებულ ფეხბურთს თამაშობდა. გულშემატკივართა უმრავლესობა კი,  “დინამოსგან“ აგრესიულ, უფრო მოძრავ, შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ითხოვდა. თუმცა,  თანამედროვე ფეხბურთში მთავარი ტაბლოა. ტაბლო, რომელიც ხშირ შემთხვევაში უჰრინისთვის სასურველ რეზულტატს აჩვენებდა. საბოლოო ჯამში, საქართველოს ჩემპიონატში ჩეხი სპეციალისტის სტრატეგია საკმარისი აღმოჩნდა მიზნის მისაღწევად.

თუმცა მთავარი, რაც უჰრინის სახელს უკავშირდება დინამოში მუშაობის პრეიოდში, ეს დისციპლინაა. უჰრინის დროს, გუნდის ლიდერებიც კი ხშირად მეორე გუნდში ხვდებოდნენ წესრიგის დარღვევის გამო. იყო ფეხბურთელის გუნდიდან მოკვეთის შემთხვევაც, რეხვიაშვილის მაგალითი, რომელიც “დინამოს“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, უჰრინმა თავის პრინციპებს არ უღალატა.

ანუ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ბევრის აზრით ალექს გარსიას წარუმატებლობის მიზეზიც გახდა, მოგვარებული იქნა.

საბოლოო ჯამში, უმცროსი უჰრინის პირველი სეზონი “დინამოში“ ჩემპიონატში და თასის გათამაშებაში ღირსეული გამარჯვებით დასრულდა, რაც ბუნებრივია წარმატებულად იქნა შეფასებული კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან.

შემდეგ კი დადგა მთავარი გამოწვევის დრო. ევროთასები, რასაც ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით ელოდა და დიდი იმედებითაც იყო განწყობილი. სანამ უშუალოდ ევროპულ პერიპეტიებს გავიხსენებთ, ისიც ვთქვათ, თუ რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა დუშან უჰრინი საერთაშორისო მატჩების წინ.

ზაფხულის შეკრების ბოლო ეტაპი მოსკოვის “დინამოსთან“ გამართული თბილისური შეხვედრა იყო. კარგი სანახაობა, ბევრი გულშემატკივარი, დაძაბული შეხვედრა და მძიმე დარტყმა თბილისური კლუბისთვის – პეტარ გრაიციარის ტრავმა.

2013 წლის დასაწყისში ჩეხეთიდან ჩამოსული ფეხბურთელი გუნდის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. “დინამოს“ თამაში ძირითადად გრაიციარი-მერებაშვილი-ჩისკოს ტრიოზე იყო დამოკიდებული. ამ სამეულს კი, ზურგს ძარია-ხმალაძს დუეტი უმაგრებდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ბუქარესტის “სტიაუასთან“ გასამართი მატჩის წინ, გუნდი ძარიასა და გრაიციარის გარეშე დარჩა. მათი სრულფასოვანი შემცვლელები კი “დინამოში“ ვერ მოიძებნენ. რაც, ალბათ საკადრო პოლიტიკის პრობლემაც არის. თუმცა, ეს სულ სხვა თემაა…

მერე რაც მოხდა, ყველას კარგად ახსოვს. ჩისკოს გამოუყენებელი პენალტი, ევროპის ლიგა, ტოტენჰემი…

ევროპული ასპარეზიდან “დინამოს“ ეროვნულ ჩემპიონატზე გადართვა გაუჭირდა. იყო ჩაგდებული მატჩები (მაგალითად გასვლითი შეხვედრა ლანჩხუთის “გურიასთან“), იყო გამართლების ხარჯზე მოგებებიც. ფაქტია, რომ გუნდი ვერ აჩვენებდა ისეთ ფეხბურთს, რაც უნდა ეჩვენებინა, თუნდაც იმ მოთამაშეთა კლასიდან გამომდინარე,  ვინც ამ ეტაპზე ირიცხება თბილისელთა შემადგენლობაში. მაგრამ, სათანადო კონკურენციის არქონის პირობებში, “დინამო“ კვლავ ინარჩუნებს პირველობას.

სწორედმ ამ უკონკურენტო გარემოდან გამომდინარე, რომან ფიფიამ გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა, რაც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეს პროცესი უკვე დუშან უჰრინის გარეშე განხორციელდება. ჩეხმა სამშობლოდან საკმაოდ მიმზიდველი წინადადება მიიღო. ამიერიდან ურჰინი თავისი გუნდით პლზენის “ვიქტორიას“ გაწვრთნის.  გაახალგაზრდავება კი საკმაოდ მტკივნეული პროცესია. საქართველოში ამ პოლიტიკის წარმატებული მაგალით უბრალოდ არ გვაქვს. რა იქნება “დინამოს“ შემთხვევაში, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაახალგაზრდავებულ “დინამოს“ ვაჟა ჟვანია უხელმძღვანელებს. ახალგაზრდა სპეციალისტს უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა უმაღლეს ლიგაში. მაგრამ, აუტსაირედში და ქვეყნის ფლაგმანში მუშაობა ერთმანეთისგან რომ ძალიან განსხვავდება, ეს ყველას ესმის. პირველ რიგში კი, თავად ჟვანიას.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – კორიფაძის პენალტი აუღებელია, ბათუმის “დინამო” ლიდერია!

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მე-2 დღეს მხოლოდ საჩხერის “ჩიხურამ” შეძლო გამარჯვება. როგორც ყოველთვის, “ჩიხურას” მატჩში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აქამდე უცნობი ვიდეო: რა დაემართათ ირლანდიელ ფანებს თბილისში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონობა ბათუმს? – “ლოკომოტივმა” “დინამოს” 94-ე წუთზე მოუგ

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის თბილისურ დერბიში “დინამომ საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივი” მიიღო და 94-ე წუთზე თორნიკე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” ბავშვებმა მოქმედ ჩემპიონთან ღირსეულად წააგეს

ეროვნული ლიგის 31-ე ტური ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “საბურთალოს” შეხვედრით განახლდა. “ტორპედოში” არსებული ფი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” “საბურთალოსთან” მატჩში სათადარიგოთა რიგებში 13 წლის მეკ

საქართველოს Crystalbet ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის “ტორპედო” წყალტუბოში “საბურთალოს” მასპინძლობს. ყველასათვის ცნობილია,...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი: “ასეთი რაღაც მსოფლიოში შეიძლება ერთხელ მოხდეს”

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა “საბურთალოსთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “მხოლოდ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ქართულ ფეხბურთში? “ვიტ ჯორჯიამ” ვარჯიში შეწყვიტა

ქუთაისის “ტორპედოს” შემდეგ ეროვნული ლიგის აუტსაიდერი, თბილისის “ვიტ ჯორჯია” დიდ ფინანსურ კრიზისშია და გავრცელებული ინფორმაციით...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედო” “საბურთალოს” 17 და 19-წლამდელებით ეთამაშება

ქუთაისის “ტორპედოს” სოციალურ გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. “19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “ხარაიშვილის ტრავმამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან მოგებული მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “რა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ იყო საუკეთესო გიბრალტართან მატჩში?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრება ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 მატჩში გიბრალტარს ძალიან მძიმედ, 2-3 მოუგო. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს სტუმრად ძლივს მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 შეხვედრაში გიბრალტარს ესტუმრა და მძიმედ, 2-3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

3-დან 3 – საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ხორვატიას მოუგო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები 2-0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. გოლები გულიაშვილისა და […]...
წაკითხვა